Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

ოქროს ფასთან დაკავშირებული Stablecoin-ების საბაზრო კაპიტალიზაციამ 1 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა, ტოკენების ფასი ძირითადი აქტივის ღირებულებასთან ერთად იზრდება. 

მაისის ფიუჩერსები ოქროში 4 აპრილს გაიზარდა ნიუ-იორკის სასაქონლო სავაჭრო ბირჟაზე (COMEX) 1.91%-ით უნციაზე 2029.4 აშშ დოლარამდე. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2022 წლის მარტის შემდეგ, ფასმა მომდევნო დღეს ზრდა განაგრძო. ამჟამად მისი ფასი COMEX-ზე 0.12%-ით გაიზარდა უნციაზე 2032 აშშ დოლარამდე. 

ოქროს ისტორიული მაქსიმალური ფასი - 2088 აშშ დოლარი უნციაზე სტანდარტული COMEX ფიუჩერსული კონტრაქტით დაფიქსირდა 2022 წლის 9 მარტს. 

ექსპერტების აზრით ოქროზე მოთხოვნა გაიზარდა საერთაშორისო ბაზარზე დოლარის შესუსტებისა და ინვესტორების გაურკვევლობის ფონზე გლობალური ეკონომიკის „ნათელ პერსპექტივებთან“ დაკავშირებით. 

ორი უმსხვილესი „ოქროს“ Stablecoin - ესენია ამერიკული fintech-კომპანია Paxos Trust-ის PAX Gold და Tether-ის Tether Gold (XAUT). CoinGecko-ს მონაცემებით 5 აპრილს PAXG-ს კაპიტალიზაცია 523 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა, XAUT-ის - 499 მლნ აშშ დოლარამდე. 4 აპრილს ეს მაჩვენებლები იყო 509 და 488 მლნ აშშ დოლარი, შესაბამისად.  

დღე-ღამის განმავლობაში PAXG-ის ღირებულება გაიზარდა 2%-ით 2035.50 აშშ დოლარამდე, XAUT-ის კურსი გაიზარდა 2.1%-ით 2033.46 აშშ დოლარამდე. ბოლო 30 დღის განმავლობაში Tether Gold-ის ფასი გაიზარდა 9.2%-ით, PAX Gold-ის კი - 104%-ით. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.