Magdalena Posted April 10, 2023 Posted April 10, 2023 კომპანია Samsung-მა განაცხადა გრძელვადიანი შეთანხმებისთვის ხელის მოწერის შესახებ, რომელიც AMD-სთან თანამშრომლობის გაფართოებას ითვალისწინებს. ახლა AMD Radeon გრაფიკული ამაჩქარებლები ინტეგრირებული იქნება ერთკრისტალიან პლატფორმა Samsung Exynos-ის მოდელების უმეტესობაში. კომპანია აცხადებს, რომ მუშაობს ძალიან დაბალი ენერგომოხმარების მქონე „კონსოლის დონის“ გრაფიკულ პროდუქტზე, რაც ოპტიმალურია ბატარეის ენერგიის დაზოგვისთვის. ფოტოს წყარო: Samsung 2021 წლის ბოლოს Samsung-მა პირველად დააანონსა AMD-სთან პარტნიორობა, რომლის ფარგლებში უნდა გამოსულიყო Radeon სერიის GPU-ის მქონე, სამხრეთკორეული კომპანიის პირველი ჩიპი. 2022 წლის დასაწყისში კომპანიამ წარადგინა პლატფორმა Exynos 2200, რომელშც წარმოდგენილი იყო GPU Xclipse 920 არქიტექტურა RDNA2-ის ბაზაზე. კერძოდ, ჩიპსეტი გამოყენებულ იყო ფლაგმანურ Galaxy S22, Galaxy S22+ და Galaxy S22 Ultra სმარტფონებში. თუმცა მოდელები მაინც ჩამორჩებოდნენ ეფექტურობით Adreno 730 GPU-ის მქონე Qualcomm Snapdragon 8 Gen 1 ვარიანტებს. მაგრამ პარტნიორმა კომპანიებმა, როგორც ჩანს, იპოვეს გზა ოპტიმიზაციისთვის მომავალ Exynos-ში. ვრცელდებოდა ცნობები, რომ AMD Radeon გრაფიკული ამაჩქარებელი ბრენდით Xclipse გამოჩნდებოდა Samsung-ის უფრო ხელმისაწვდომი მოდელების მობილურ ჩიპებში - Galaxy A, F და M სერიის სმარტფონებში, აგრეთვე Galaxy Tab სერიის ხელმისაწვდომ პლანშეტებში. განცხადება ირიბად მიუთითებს იმაზე, რომ Samsung კვლავ აპირებს მუშაობას საკუთარი ჩიპსეტების წარმოებაზე. Samsung-ის წარმომადგენლის თქმით კომპანია AMD-სთან ერთად ახდენს რევოლუციას მობილური გრაფიკისადმი მიდგომაში, მათ შორის პირველად მობილური GPU-ში რეიტრეისინგის დანერგვით. ძალიან დაბალი ენერგომოხმარების ტექნოლოგიების შექმნის გამოცდილებაზე დაყრდნობით კომპანიები გააგრძელებენ ინოვაციების შემუშავებას მობილური გრაფიკული გადაწყვეტილებების სფეროში. https://tinyurl.com/yc3xhjfx Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.