Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Samsung-მა განაცხადა გრძელვადიანი შეთანხმებისთვის ხელის მოწერის შესახებ, რომელიც AMD-სთან თანამშრომლობის გაფართოებას ითვალისწინებს. ახლა AMD Radeon გრაფიკული ამაჩქარებლები ინტეგრირებული იქნება ერთკრისტალიან პლატფორმა Samsung Exynos-ის მოდელების უმეტესობაში. კომპანია აცხადებს, რომ მუშაობ ძალიან დაბალი ენერგომოხმარების მქონე  „კონსოლის დონის“ გრაფიკულ პროდუქტზე, რაც ოპტიმალურია ბატარეის ენერგიის დაზოგვისთვის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Samsung 

2021 წლის ბოლოს Samsung-მა პირველად დააანონსა AMD-სთან პარტნიორობა, რომლის ფარგლებში უნდა გამოსულიყო Radeon სერიის GPU-ის მქონე, სამხრეთკორეული კომპანიის პირველი ჩიპი. 2022 წლის დასაწყისში კომპანიამ წარადგინა პლატფორმა Exynos 2200, რომელშც წარმოდგენილი იყო GPU Xclipse 920 არქიტექტურა RDNA2-ის ბაზაზე. 

კერძოდ, ჩიპსეტი გამოყენებულ იყო ფლაგმანურ Galaxy S22, Galaxy S22+ და Galaxy S22 Ultra სმარტფონებში. თუმცა მოდელები მაინც ჩამორჩებოდნენ ეფექტურობით Adreno 730 GPU-ის მქონე Qualcomm Snapdragon 8 Gen 1 ვარიანტებს. მაგრამ პარტნიორმა კომპანიებმა, როგორც ჩანს, იპოვეს გზა ოპტიმიზაციისთვის მომავალ Exynos-ში. 

ვრცელდებოდა ცნობები, რომ AMD Radeon გრაფიკული ამაჩქარებელი ბრენდით Xclipse გამოჩნდებოდა Samsung-ის უფრო ხელმისაწვდომი მოდელების მობილურ ჩიპებში - Galaxy A, F და M სერიის სმარტფონებში, აგრეთვე Galaxy Tab სერიის ხელმისაწვდომ პლანშეტებში. განცხადება ირიბად მიუთითებს იმაზე, რომ Samsung კვლავ აპირებს მუშაობას საკუთარი ჩიპსეტების წარმოებაზე. 

Samsung-ის წარმომადგენლის თქმით კომპანია AMD-სთან ერთად ახდენს რევოლუციას მობილური გრაფიკისადმი მიდგომაში, მათ შორის პირველად მობილური GPU-ში რეიტრეისინგის დანერგვით. ძალიან დაბალი ენერგომოხმარების ტექნოლოგიების შექმნის გამოცდილებაზე დაყრდნობით კომპანიები გააგრძელებენ ინოვაციების შემუშავებას მობილური გრაფიკული გადაწყვეტილებების სფეროში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.