Jump to content

Recommended Posts

Posted

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NASA) წარადგინა მარსის გრძელვადიანი რობოტიზებული კვლევის სტრატეგიის პროექტი. სააგენტოს შემოთავაზებულ გეგმაში ხაზგასმულია შედარებით დაბალფასიანი მისიები და პოტენციური პარტნიორობა კერძო კომპანიებთან. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: NASA 

მარსის კვლევის პროგრამის დირექტორმა Eric Ianson-მა წარმოადგინა სტრატეგიის ძირითადი დებულებები, რომელთა მიხედვით მოიაზრება მარსის მისიების რეალიზება სტაბილური სიხშირით. „გვსურ ორი ათწლეულით წინ გავიხედოთ, რათა გავიგოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ მივიღოთ ისეთივე შთამბეჭდავი შედეგები, როგორიცაა მარსის გრუნტის ნიმუშების ჩამოტანა. ჩვენი შემოთავაზებაა ამის შესრულება ნაკლები დანახარჯებით და მისიების განხორციელების უფრო მაღალი სიხშირით“ - განმარტა იანსენმა.  

NASA-ს ახალი სტრატეგიის სახელწოდებაა „მარსის ერთობლივი კვლევა“. იგი გულისხმობს მარსის მისიების რეგულარული სერიების ორგანიზებას. სტრატეგიის რეალიზაცია დაიწყება მას შემდეგ, რაც მიმდინარე ათწლეულის ბოლოს დედამიწაზე ჩამოიტანენ მარსის გრუნტის ნიმუშებს NASA-ს მიერ მარსის კვლევის ამჟამინდელი პროგრამის ფარგლებში. ამჟამად NASA გეგმას მარსის შესასწავლად მხოლოდ ერთი რობოტიზებული პროგრამის რეალიზაციას. საუბარი ეხება პლანეტის მაგნიტოსფეროს შესწავლის პროექტს, რომლის სახელწოდებაა Escape and Plasma Acceleration and Dynamics Explorers და დაგეგმილია 2024 წლის ბოლოსთვის. 

„ისტორიულად, ჩვენ გვქონდა აღმავლობა და ვარდნა მარსის პროგრამაში. როდესაც ვსაუბრობთ მდგრად განვითარებაზე, ეს არის ზუსტად ის, რაც შეიძლება მუდმივად დარჩეს დროის განმავლობაში. ჩვენ გვინდა ვეცადოთ, რომ მისიების დაწყება რეგულარული ტემპით შევინარჩუნოთ“, - განაცხადა იანსონმა. მან განმარტა, რომ მისი სიტყვები ნიშნავს NASA-ს განზრახვას - განახორციელოს შედარებით იაფი მარსული მისიები დაახლოებით ორ წელიწადში ერთხელ. 

მოსალოდნელია, რომ თითოეული ასეთი მისიის ღირებულება 100-დან 300 მლნ აშშ დოლარამდე იქნება. დამატებით სააგენტო მხარს დაუჭერს საშუალო დონის მისიების რეალიზებას, როგორიც იქნება, მაგალითად, 1 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების რობოტიზებული მოდულის გაშვება პროგრამა Mars Life Explorer-ის ფარგლებში. ასევე მხარდაჭერილი იქნება ნაკლება მასშტაბური პროექტები, რომელთა რეალიზაცია მოხდება საერთაშორისო პარტნიორებსა და კერძო კომპანიებთან ერთად. NASA გააგრძელებს ნიშნების ძიებას იმის შესახებ, რომ სიცოცხლე არსებობდა მარსზე შორეულ წარსულში, ასევე შეისწავლის პლანეტის კლიმატსა და გეოლოგიას ასტრონავტების მონაწილეობის სამომავლო პილოტირებული მისიების განხორციელების მიზნით.  

NASA-ს სტრატეგიის კიდევ ერთი ელემენტია იმ ორბიტალური აპარატების მოძველებული ინფრასტრუქტურის განახლება, რომლებიც უზრუნველყოფენ კავშირსა და მარსის ზედაპირის გადაღებებს. სააგენტო მარსზე ახალი თანამგზავრის გაშვებას მონაცემების გადასაცემად და გადაღებებისთვის მომდევნო ათწლეულის პირველ ნახევარში გეგმავს. სააგენტოში მიაჩნიათ, რომ სატელიტური ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში მუშაობა უზრუნველყოფს ახალ შესაძლებლობებკერძო კომპანიებთან თანამშრომლობისთვის. 

  • 3 months later...
Posted

ფორუმ NASA Exploration Science Forum-ზე სააგენტოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ივნისში ოფიციალურად დაიწყო მთვარემავალ VIPER-ის აწყობა, რომელიც განკუთვნილია მთვარეზე წყლის ძიებისთვის. ეს იქნება NASA-ს პირველი მთვარემავალი ფარებით. როვერი ჩავა მთვარის კრატერების სიღრმეში, სადაც მზე არასდროს ანათებს და სინათლის წყაროს გარეშე მუშაობა შეუძლებელი იქნება. 

image.jpeg 

მთვარემავალი VIPER მხატვრის წარმოდგენით. ფოტოს წყარო: NASA 

მისია VIPER (Volatiles Investigating Polar Exploration Rover) NASA-მ 2019 წელს დააანონსა. ფორმალურად, ეს არის მისია Resource Prospector-ის გაგრძელება, რომელიც 2018 წელს გაუქმდა NASA-ს კომერციულ პროგრამებზე გადასვლის გამო. შეგახსენებთ, რომ მთვარეზე როვერების გაგზავნისა და სამეცნიერო ინსტრუმენტების შემუშავების მთელი რიგი მისიები დაევალა კომპანიებს დამტკიცებული სიიდან, რასაც, თეორიულად, უნდა შეემცირებინა ფედერალურ ბიუჯეტზე დატვირთვა (რაც საეჭვოა, მაგრამ ეს სხვა ამბავია). 

მთვარემავლის მთვარეზე გადაყვანისთვის NASA-მ 2020 წელს აირჩია კომპანია Astrobotic. Astrobotic-ის მიერ შემუშავებულმა მოდულმა Griffin-მა მთვარემავალი უნდა მიიყვანოს კრატე ნობილეს რაიონში - ეს არის 73 კმ სიგანის კრატერი მთვარის სამხრეთ პოლუსზე. ამისთვის Astrobotic-მა დადო 200 მლნ აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტი. სამწუხაროდ, კომპანიამ ვერ შეძლო წარმოების გეგმის შესრულება და მიმდინარე წლის ნოემბრისთვის დაგეგმილი მისია 2024 წლის ნოემბრამდე გადაიდო. მისიის ჯამური ღირებულება აღწევს 500 მლნ აშშ დოლარს კომპანია SpaceX-ის რაკეტა Falcon Heavy-ს გაშვების ხარჯის გათვალისწინებით. 

450-კილოგრამიანი, გოლფის მანქანის ზომის მთვარემავალი ჰიბერნაციაში გადავა, როდესაც დაშვების ადგილი გავა დედამიწიდან პირდაპირი ხილვადობის ზონიდან (მთვარის სამხრეთ პოლუსი ელიფსურ ფორმას იძენს კოსმოსში და დედამიწიდან უხილავია ორი კვირის განმავლობაში). ბატარეების დამუხტვა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მთვარემავალმა კრატერის ფსერზე 50 საათის მანძილზე განახორციელოს ძიება. რადგანაც დედამიწიდან მთვარემდე სიგნალის შეყოვნება მხოლოდ რამდენიმე წამია, დედამიწიდან გუნდი მის მართვას დრონის მსგავსად რეალურ დროში შეძლებს. 

წყლის ყინულის სისქის დასადგენად, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მთვარის როვერს აქვს ერთი მეტრის სიგრძის ბურღი. მთვარეზე წყლის არსებობის ნიშნები ჯერ კიდევ 2009 წელს აღმოაჩინა ინდურმა თანამგზავრმა Chandrayaan 1-მა და მეცნიერები იმედოვნებენ, რომ კრატერებში მისი დიდი საბადოები იქნება ყინულის სახით, წყალი კი ჟანგბადის წყაროა სუნთქვის და წყალბადის სარაკეტო საწვავისთვის. მთვარის ბაზების ბედი და შემდგომი კოსმოსური პროგრამების მიმართულების არჩევა დამოკიდებული იქნება მთვარეზე წყლის არსებობასა და სიუხვეზე. 

მთვარის როვერის გაშვების ნომინალურ თარიღად 2024 წლის 10 ნოემბერი აირჩიეს. ამას მოჰყვება ფრენა მთვარეზე, რომელიც გაგრძელდება ხუთი თვე, ან კიდევ რამდენიმე თვე, თუ NASA კორექტირებას შეიტანს მთვარესთან მიახლოების ტრაექტორიაში. 

 

Posted

NASA-მ განაცხადა მთვარისა და მარსის მისიებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი მოდულების შესახებ, რომლებშიც ასტრონავტებ ათასზე მეტ დღგაატარებენ. პირველი მოდული, სახელწოდებით Surface Habitat (SH) ცენტრალური მთვარის მისია Artemis-ში, რადგან იგი იქნება ასტრონავტების ძირითადი საცხოვრებელი. SH შეძლებს ორი ადამიანის მონაწილეობით 30-დღიანი მისიის მხარდაჭერას, აგრეთვე იგი გათვლილია ოთხამდე ადამიანის მოკლე დროით განთავსებისთვის, მაგალითად ეკიპაჟის ცვლილების დროს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: NASA 

SH განთავსდება მისია Artemis-ის დაშვების ადგილთან ახლოს. მოსალოდნელია, რომ მთავარეზე ერთდროულად იმუშავებს ოთხი ასტრონავტი: ორი მათგანი იცხოვრებს SH-ში, ორიც - მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ხომალდში. დასაშვებ პლატფორმასა და SH-ს შორის ტრანსპორტირება განხორციელდება მთვარემავალით. NASA გეგმავს SH-ის განვითარებას ისე, რომ მან შეძლოს ეკიპაჟის ოთხი წევრის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა 60 დღის განმავლობაში, ასევე გაუძლოს მოდულის უმოქმედობის ხანგრძლივ პერიოდს. 

image.jpeg 

გარდა ამისა, SH იმუშავებს, როგორც მთვარის ხომალდის სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემა. ასეთ შემთხვევაში მთვარის ხომალდი მიუერთდება SH-ს და გადატუმბავს მასში საყოფაცხოვრებო პროდუქტებსა და კონდენსატს. მათი გადამუშავების შედეგად მიღებული გაზი და წყალი, რომელიც ასტრონავტებს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს, უკან ხომალდში დაბრუნდება. გარდა ამისა, SH-ს მოუწევს გაუძლოს ხანგრძლივ პერიოდს ჩრდილში ყოფნისას, რომელიც ას დღეზე მეტ ხანს გაგრძელდება. 

image.jpeg 

SH იმუშავებს საბაზისო ბანაკ NASA Artemis Base Camp-თან ერთად. კოსმოსური სააგენტო დადებითად აფასებს Artemis-ის პროგრამის შესაძლებლობებს მთვარეზე ასტრონავტების გატარებული დროისა და მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით. მისია Artemis-ისთვის გამოყენებული იქნება მთვარის სამხრეთი პოლუსი, სადაც ნათელი დღეები გრძელდება 200 დღემდე. შედარებისთვის, Apollo-ს ასტრონავტებს უწევდათ ეკვატორზე ყოფნისას 14 დღით დაკმაყოფილებულიყვნენ და ამ ვადის ამოწურვისთანავე დედამიწაზე დაბრუნებულიყვნენ. 

image.jpeg 

ეს ყველაფერი NASA-ს ხელს შეუწყობს მარსის მისიებისთვის მომზადებაში და შესაძლებელს გახდის მთვარეზე მარსის მისიების მოდელირებას ახალ მოდულ Mars Transit Habitat-ში (MTH) მუშობით. სასწავლო ეტაპის დროს ეკიპაჟი დაუკავშირდება MTH-ს პირდაპირ ან ორბიტაზე მოძრავ მთვარის კოსმოსურ სადგურ Lunar Gateway-ის მეშვეობით. შემდეგ ასტრონავტები მთვარის ზედაპირზე დაეშვებიან და იქ ისე იმუშავებენ, თითქოს მარსზე მუშაობდნენ. სამუშაოს დასრულების შემდეგ ასტრონავტები დაბრუნდებიან MTH-ში და შემდეგ - დედამიწაზე. 

image.jpeg 

ჯამში SH-ის კონსტრუქციის ზოგიერთი მახასიათებელი, როგორიცაა დასვენების რეჟიმი, მტვრისგან დაცვა, ენერგიის გამომუშავება და შენახვა, გამოყენებული იქნება მარსზე მომავალ მისიებში. NASA-მ ასევე განაცხადა, რომ MHT გადაიყვანს ეკიპაჟოთხ წევრს 1200 დღის განმავლობაში მარსამდე და უკან. მარსის მისიის დროს ეკიპაჟთან კომუნიკაცია გართულდება ხანგრძლივი დაგვიანებით 24 წუთამდე. ასევე, NASA-ს ინჟინრებს მოუწევთ ისეთი პრობლემების გადაჭრა, რომლებიც დაკავშირებულია საცხოვრებელი მოდულების უმოქმედობასთან ასტრონავტების არყოფნის დროს. 

image.jpeg 

NASA-ს ახალი დეტალები ასტრონავტების საცხოვრებელი მოდულების შესახებ კოსმოსის სამომავლო კვლევის იმედებს იძლევა. ასეთი რთული სისტემების შექმნა მოითხოვს უზარმაზარ ძალისხმევას, მოწინავე ტექნოლოგიებს და რესურსებს, თუმცა შედეგები ღირს ყველანაირ ძალისხმევა, რადგან ისინი გვაახლოებენ კაცობრიობის უდიდეს მიღწევებთან - სხვა პლანეტების შესწავლას და სამყაროს სიღრმისეულ აღქმასთან. 

  • Power_VANO changed the title to NASA - სიახლეები
Posted

აშშ-ის სენატის ძალისხმევით NASA-ს მთვარის პროგრამის ბიუჯეტი შემცირების ნაცვლად 10 მლრდ აშშ დოლარით გაიზრდება 

აშშ-ის სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ წარდგენილ NASA-ს ბიუჯეტს შეესაბამებოდა. ტრამპის მოთხოვნების მიუხედავად სენატორებმა NASA-ს მთვარის პროგრამა Artemis-ისთვის დამატებით 10 მლდ აშშ დოლარის გამოყოფა შესთავაზეს. ეს თანხები ამერიკული აეროკოსმოსური გიგანტების ხელში მოხვდება, რაც ილონ მასკის SpaceX-ს დამატებითი დაფინანსების შანსს დააკარგვინებს. 

image.png 

ფოტოს წყარო: NASA 

მანამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ NASA-ს 2026 წლის ბიუჯეტის 25%-ით შემცირება მოითხოვა, რაც მოიცავდა მთვარის სადგურ Gateway- და Artemis-ის პროექტის მესამე მისიის შემდეგ დახურვას. მისია Artemis-3 ამერიკელი ასტრონავტების მთვარეზე გადაყვანას და კოსმოსურ რბოლაში აშშ-ს ტექნოლოგიურ უპირატესობას კიდევ ერთხელ აჩვენებს, ამიტომ ის NASA-ს პროგრამის გასაღებია. თუ ის გაუქმდება, Gateway-ს სადგური, რომელიც შემდგომი ექსპედიციებისთვის გადასატან ბაზად არის ჩაფიქრებული, აზრს დაკარგავს. ამრიგად, ტრამპის ადმინისტრაციამ NASA-ს ბიუჯეტის 25 მლრდ აშშ დოლარიდან 18.8 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირების შეთავაზება წარმოადგინა. 

მიუხედავად იმისა, რომ ილონ მასკი ტრამპთან ერთად მუშაობდა, ისინი თანხმობაში იყვნენ NASA-ს მთვარის პროგრამის არსებული სახით გაგრძელების წინააღმდეგ. მასკმა ზედმეტად ძვირადღირებული SLS რაკეტა ერთჯერად, სულელურ ფულის ფლანგვად შეაფასა და მის ნაცვლად თავისი სამომავლო მრავალჯერადი გამოყენების Starship რაკეტშესთავაზა. მასკსა და ტრამპს შორის საჯარო დაპირისპირებამ SpaceX-ის სუბსიდიების შეწყვეტის მუქარა განაპირობა. მასკის მიერ NASA-ს დირექტორის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატი Jared Isaacman ტრამპის ადმინისტრაციამ მოულოდნელად მოხსნა მისი კანდიდატურის წინასწარი დამტკიცების შემდეგ, რაც მასკის კოსმოსური ინიციატივებისთვის კიდევ ერთი დარტყმა იყო. 

ისააკმენის კანდიდატურის მოხსნიდან ერთი დღის შემდეგ აშშ-ის სენატმა მიიღო კანონპროექტ, რომლის მიხედვითაც NASA-ს 2026 წლის ბიუჯეტი 10 მლრდ აშშ დოლარით გაიზრდება, რაც 2025 წლისთვის გამოყოფილ ბიუჯეტთან შედარებით კიდევ უფრო მეტია. თუ დონალდ ტრამპი ამ წინადადებას ხელს მოაწერს, NASA-ს პროგრამა Artemis გააგრძელებს განვითარებას, მიუხედავად იმისა, რომ მისი ყველა ნაწილის ბიუჯეტი დიდი ხანია აღემატება დამტკიცებულ ბიუჯეტებს. თუმცა, ეს ფულად ნაკადს Boeing-ის, Aerojet Rocketdyne-ის (L3Harris), Northrop Grumman-ის და სხვა კომპანიებისკენ მიმართავს, რაც აშშ-ში მსხვილ ბიზნესებს დაუჭერს მხარს და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას უზრუნველყოფს. 

თუმცა, ილონ მასკის SpaceX-იც მიიღებს ახალი ბიუჯეტიდან დაფინანსებას. NASA-ს პილოტირებული პროგრამებისთვის (მათ შორის, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ფუნქციონირებისთვის) დამატებით 1.25 მლრდ აშშ დოლარია შემოთავაზებული. SpaceX ასევე დამატებით 325 მლნ აშშ დოლარს მიიღებს კოსმოსური ხომალდის შესაქმნელად, რომელიც ათწლეულის ბოლოს საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან ორბიტაზე გავა. გარდა ამისა, 700 მლნ აშშ დოლარის დამატებითი დაფინანსება გამოყენებული იქნება მარსთან კომუნიკაციისთვის ახალი ორბიტალური აპარატის შესაქმნელად. ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი რამ რეალობად იქცევა, თუ ტრამპი სენატის წინადადებას დაეთანხმება. სულ მცირე, მასკმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა სენატორებს დაუჭიროს მხარი. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.