Magdalena Posted April 3, 2023 Posted April 3, 2023 კომპანია HP-მ წარადგინა ბრენდ Omen-ის ცხრა გეიმინგ მონიტორი. ახალი მოწყობილობების ეკრანის დიაგონალის ზომებია 24-დან 34 დუიმამდე, მხარდაჭერილია გაფართოება 1080p-დან (1920 × 1080 პიქსელი) 4K-მდე (3840 × 2160 პიქსელი). მონიტორების ფასების დიაპაზონია 200-დან 580 აშშ დოლარამდე. ფოტოს წყარო: HP Omen 24 და Omen 27 მოდელები საწყის სეგმენტს მიეკუთვნება. მათ აქვთ IPS ეკრანები 1080p გაფართოებით, 165 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე და მატრიცის რეაგირების დრო 1 მილიწამი. ორივე მონიტორზე მოცემულია ორ-ორი HDMI 2.0 და DisplayPort 1.4. 24-დუიმიანი ვერსიის ფასი შეადგენს 200 აშშ დოლარს, 27-დუიმიანი მოდელი შეფასებულია 250 აშშ დოლარად. Omen 27qs მოდელ Omen 27q-ს აქვს IPS მატრიცა QHD (2560 × 1440 პიქსელი) გაფართოებით და 165 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით, ხოლო მოდელ Omen 27s-ის გაფართოებაა 1080p, თუმცა მას გააჩნია IPS-მატრიცა 240 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. ორივე მათგანის ეკრანის სიკაშკაშე 400 კდ/მ2-ს შეადგენს, ორივე მათგანზე ხელმისაწვდომია ორი USB-A კონექტორი. მონიტორის დამატებითი მახასიათებელია RGB განათება. მოდელ Omen 27qs-ის გაფართოებაა QHD, კადრის განახლების სიხშირე - 240 ჰერცი, აქვს RGB განათება და დამატებითი USB პორტები. Omen 27q, Omen 27s და Omen qs მოდელების ფასებია 300, 350 და 429 აშშ დოლარი, შესაბამისად. Omen 27k მოდელ Omen 27k-ს აქვს IPS-მატრიცა 4K გაფართოებით, 144 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე და 1 მილიწამი რეაგირების დრო. მონიტორზე ხელმისაწვდომია ერთი HDMI 2.1, ერთი USB Type-C, ორი USB Type-A, აგრეთვე ინტეგრირებული KVM-გადამრთველი. 120-ჰერციანი რეჟიმის მხარდაჭერის წყალობით მონიტორი სრულიად თავსებადია Sony PlayStation 5, Microsoft Xbox Series X და Series S გეიმინგ კონსოლებთან. დამატებით აღსანიშნავია RGB განათება. Omen 27k-ს ფასი 580 აშშ დოლარს შეადგენს. Omen 32q (მარცხნივ) და Omen 32c (მარჯვნივ) მოდელ Omen 32c-ში გამოყენებულია რკალისებრი VA-მატრიცა 1500R სიმრუდის რადიუსით. დისპლეიზე მხარდაჭერილია QHD გაფართოება, 165 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე და 1 მილიწამი მატრიცის რეაგირების დრო. ეს მოდელი შეფასებულია 380 აშშ დოლარად. Omen 32q ვერსიას აქვს ბრტყელი IPS მატრიცა უფრო მკაფიო ფერების გადმოცემით. დანარჩენი მახასიათებლები წინა მოდელის ანალოგიურია, გარდა ფასისა - Omen 32q მოდელი შეფასებულია 400 აშშ დოლარად. Omen 34c Omen 34c მოდელს აქვს სუპერფართოფორმატიანი VA პანელი გვერდების შეფარდებით 21:9. მხარდაჭერილია გაფართოება 3440 × 1440 პიქსელი, 165 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე და რეაგირების დრო 1 მწ. მონიტორის ფასი 480 აშშ დოლარია. https://tinyurl.com/mvdz7tvn Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.