Magdalena Posted April 1, 2023 Posted April 1, 2023 HP-მ წარმოადგინა განახლებული Omen და Victus სერიის გეიმინგ ლეპტოპები, რომლებიც აღჭურვილია Intel Raptor Lake ან AMD Ryzen 7000 პროცესორებით, ასევე NVIDIA GeForce RTX 40 სერიის გრაფიკული ბარათებით. ფოტოს წყარო: HP მოდელ HP Omen Transcend 16-ში მოცემულია Intel-ის პროცესორები 24-ბირთვიანი Core i9-13900HX ჩიპის ჩათვლით, რომლის სიხშირე 5.4 გჰც-ია. ლეპტოპში ასევე წარმოდგენილია ვიდეო ბარათი GeForce RTX 4070, 32 გბ-მდე DDR5-5600 ოპერატიული მეხსიერება და 2 ტბ მოცულობის NVMe SSD. Omen Transcend 16-ის ეკრანს აქვს Mini-LED განათება, გვერდების შეფარდებაა 16:10, მხარდაჭერილია გაფართოება 2560 × 1600 პიქსელი, 240 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე და 7 მილიწამი მატრიცის რეაგირების დრო. დისპლეის მაქსიმალური სიკაშკაშე 1180 კდ/მ2-ს შეადგენს. ლეპტოპის ბატარეის მოცულობაა 97 ვტ/სთ. მოდელ Omen 16-ში მოცემულია რვაბირთვიანი AMD Ryzen 9 7940HS სიხშირით 5.2 გჰც-მდე, ვიდეო ბარათი GeForce RTX 4080, აგრეთვე 32 გბ ოპერატიული და 2 ტბ მუდმივი მეხსიერება. ლეპტოპს აქვს QHD გაფართოების მხარდაჭერის მქონე დისპლეი 3 მილიწამი რეაგირების დროით. Omen Transcend 16-სა და Omen 16-ს აქვთ RGB კლავიატურა და ვებ-კამერა 1080p გაფართოების მხარდაჭერით. HP Omen Trascend 16-ის საწყისი ფასია 1699.99 აშშ დოლარი, Omen 16-ისა კი - 1299.99 აშშ დოლარი. ლეპტოპები გაყიდვაში მიმდინარე გაზაფხულზე გამოვა. Victus სერიის ლეპტოპები გათვლილია შედარებით შეზღუდული ბიუჯეტის მქონე მომხმარებლებისთვის, თუმცა HP-მ ძალისხმევა არ დაიშურა, რომ ლეპტოპები გარეგნულად იაფფასიანად არ გამოიყურებოდეს. ამ ლეპტოპებში წარმოდგენილი იქნება 16-ბირთვიანი Intel Core i7-13700HX სიხშირით 5 გჰც-მდე ან 8-ბირთვიანი AMD Ryzen 7 7840HS სიხშირით 5.1 გჰც-მდე. გრაფიკული ქვესისტემის სახით წარმოდგენილია GeForce RTX 4070. Victus სერიის ლეპტოპები აღჭურვილია ერთზონიანი RGB კლავიატურებით. ლეპტოპები გაყიდვაში მიმდინარე გაზაფხულზე გამოვა 1049.99 აშშ დოლარიდან. https://tinyurl.com/ycb68dz2 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.