Jump to content

Recommended Posts

Posted

ბრენდ Redmi-მ სოციალურ ქსელ Weibo-ზე გამოაქვეყნა Redmi Note 12 Turbo Harry Potter Edition-ის ლიმიტირებული ვერსიის ფოტოები. სმარტფონი განკუთვნილია ჰარი პოტერის შესახებ არსებული წიგნებისა და ფილმების თაყვანისმცემლებისთვის და იგი გაყიდვაში მიმდინარე თვის ბოლოს გამოვა. 

image.jpeg 

მოდელი Redmi Note 12 Turbo Harry Potter მოცემული იქნება გაფორმებულ ყუთში, რომელზეც მოცემული იქნება ჯადოქრობის სკოლა ჰოგვართსის ლოგოტიპი. სპეციალური გამოშვების მყიდველებისთვის შეფუთვაში მოცემული იქნება ჯადოსნური ჯოხი, ჯადოქრის მანტია, ჰოგვართსის სკოლის სხვადასხვა ფაკულტეტის შარფები და დროშები, აგრეთვე ჰარი პოტერის სამყაროსადმი მიძღვნილი სუვენირები.  

image.jpeg 

არსებული ცნობებით, Redmi Note 12 Turbo-ს ექნება ჩიპი Qualcomm Snapdragon 7+ Gen2 გრაფიკულ პროცესორ Adreno-სთან ერთად, აგრეთვე 12 გბ LPDDR5 ოპერატიული და 256 გბ UFS 3.1 ფლეშ-მეხსიერება, რომლის გაფართოება შესაძლებელია მეხსიერების ბარათის მეშვეობით. კომპონენტების გაგრილებისთვის გამოიყენება გაგრილების სისტემა ამაორთქლებელი კამერით. 

image.jpeg 

6.67-დუიმიანი AMOLED-დისპლეის გაფართოებაა FHD+, კადრის განახლების სიხშირე შეადგენს 120 ჰერცს. ეკრანის ზედა ნაწილში მოცემულია ჭრილი 16-მეგაპიქსელიანი სელფი-კამერისთვის. უკანა მხარეს მოცემულია ძირითადი კამერის 65-მეგაპიქსელიანი მოდული, ასევე 8- და 2-მეგაპიქსელიანი სენსორები. მხარდაჭერილია გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაცია (OIS) და ტექნოლოგია Xiaomi Imaging Engine 2.0. 

image.jpeg 

5000 მა/სთ მოცულობის ბატარეას აქვს 67-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა. სმარტფონი იმუშავებს Android 13-ის ბაზაზე პროგრამულ უზრუნველყოფა MIUI 14-თან ერთად. 

image.jpeg 

Redmi Note 12 Turbo-ს გლობალური ვერსია სახელწოდებით Poco F5 ინდოეთში 5 აპრილს იქნება წარმოდგენილი. 

image.jpeg 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.