Jump to content

Recommended Posts

Posted

Apple-მა ცოტა ხნის წინ გამოუშვა რელიზისწინა iOS 16.4 ვერსია, რომელშიც მითითებულია ახალი უსადენო ყურსასმენი AirPods კოდური დასახელებით A3048 და მისი ახალი ქეისი (მოდელი A2968). როგორც TF Securities-ის ცნობილმა ანალიტიკოსმა Ming-Chi Kuo-მ განაცხადა, საუბარი შესაძლოა ეხებოდეს ყურსასმენ AirPods Pro 2 ვერსიას, რომლის ქეისი USB-C პორტით იქნება წარმოდგენილი - აქტუალურ მოდელს, რომლის დებიუტი გასულ წელს შედგა, საფირმო Lightning კონექტორი აქვს. ახალი ყურსასმენის მასობრივი მიწოდების დაწყება მოსალოდნელია 2023 წლის მეორე ან მესამე კვარტლიდან.  

image.jpeg 

ფოტოს წყარო: GSMArena.com 

USB-C-ს მქონე AirPods Pro 2 ვერსიის სხვა დეტალები ანალიტიკოსს არ გაუზიარებია, ამიტომ ჯერ გაურკვეველია არის თუ არა ეს იგივე AirPods Pro 2, რომელსაც მოყვება USB-C დამტენი ქეისი, თუ არის სრულიად ახალი მოდელი აპარატულ ნაწილში დამატებითი გაუმჯობესებებით. 

დრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიმდინარე წელს Apple-მა უნდა გამოუშვას iPhone 15 სერიის სმარტფონები, რომლებშიც საბოლოოდ იტყვის უარს Lightning კონექტორზე და გამოიყენებს USB-C პორტს. Kuo-ს თქმით, Apple ამჟამად არ გეგმავს AirPods 2-ისა და AirPods 3-ის გამოშვებას USB-C პორტით, ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ AirPods Pro 2 შესაძლოა იყოს Apple-ის პირველი TWS ყურსასმენი, რომელსაც Lightning-ის ნაცვლად USB-C კონექტორი ექნება. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.