Magdalena Posted March 30, 2023 Posted March 30, 2023 Apple-მა ცოტა ხნის წინ გამოუშვა რელიზისწინა iOS 16.4 ვერსია, რომელშიც მითითებულია ახალი უსადენო ყურსასმენი AirPods კოდური დასახელებით A3048 და მისი ახალი ქეისი (მოდელი A2968). როგორც TF Securities-ის ცნობილმა ანალიტიკოსმა Ming-Chi Kuo-მ განაცხადა, საუბარი შესაძლოა ეხებოდეს ყურსასმენ AirPods Pro 2 ვერსიას, რომლის ქეისი USB-C პორტით იქნება წარმოდგენილი - აქტუალურ მოდელს, რომლის დებიუტი გასულ წელს შედგა, საფირმო Lightning კონექტორი აქვს. ახალი ყურსასმენის მასობრივი მიწოდების დაწყება მოსალოდნელია 2023 წლის მეორე ან მესამე კვარტლიდან. ფოტოს წყარო: GSMArena.com USB-C-ს მქონე AirPods Pro 2 ვერსიის სხვა დეტალები ანალიტიკოსს არ გაუზიარებია, ამიტომ ჯერ გაურკვეველია არის თუ არა ეს იგივე AirPods Pro 2, რომელსაც მოყვება USB-C დამტენი ქეისი, თუ არის სრულიად ახალი მოდელი აპარატულ ნაწილში დამატებითი გაუმჯობესებებით. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიმდინარე წელს Apple-მა უნდა გამოუშვას iPhone 15 სერიის სმარტფონები, რომლებშიც საბოლოოდ იტყვის უარს Lightning კონექტორზე და გამოიყენებს USB-C პორტს. Kuo-ს თქმით, Apple ამჟამად არ გეგმავს AirPods 2-ისა და AirPods 3-ის გამოშვებას USB-C პორტით, ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ AirPods Pro 2 შესაძლოა იყოს Apple-ის პირველი TWS ყურსასმენი, რომელსაც Lightning-ის ნაცვლად USB-C კონექტორი ექნება. https://tinyurl.com/yc4rhz9r Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.