Magdalena Posted March 28, 2023 Posted March 28, 2023 კომპანია MSI-მ წარადგინა ლეპტოპები CreatorPro M16, CreatorPro Z17 HX Studio, CreatorPro Z16 HX Studio და CreatorPro X17 HX. ყველა მათგანში მოცემულია Intel Raptor Lake-H/HX სერიის პროცესორები, აგრეთვე Ada Lovelace არქიტექტურაზე აგებული NVIDIA RTX სერიის პროფესიონალური დისკრეტული ვიდეო ბარათების უახლესი მოდელები. ფოტოს წყარო: MSI ლეპტოპ CreatorPro M16-ში მოცემულია პროცესორები 14-ბირთვიანი, 5 გჰც Intel Core i7-13700H-ის ჩათვლით. CreatorPro Z17 HX Studio და CreatorPro Z16 HX Studio მოდელებში მოცემული იქნება 24-ბირთვიანი Core i9-13950HX სიხშირით 5.5 გჰც, უფროს მოდელ CreatorPro X17 HX-ს კი ექნება 24-ბირთვიანი Core i9-13980HX პროცესორი 5.6 გჰც სიხშირით - ეს გახლავთ Intel-ის ყველაზე მძლავრი მობილური პროცესორი ამჟამად. CreatorPro X17 HX-ში მოცემულია 128 გბ DDR5 ოპერატიული მეხსიერება, აგრეთვე არჩევანის საშუალება ერთ PCIe 5.0 NVMe SSD-სა და ორ PCIe 4.0-ს შორის, დანარჩენ ლეპტოპებს ექნება 64 გბ-მდე ამავე სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება. CreatorPro M16 მოდელს აქვს PCIe 4.0 სტანდარტის ორი SSD, CreatorPro Z17 HX Studio-სა და CreatorPro Z16 HX Studio-ს კი - თითო PCIe 5.0 კონექტორი SSD-ისთვის. გრაფიკული ქვესისტემის სახით CreatorPro M16 ხელმისაწვდომია პროფესიონალური ვიდეო ბარათი NVIDIA RTX 3000 ან NVIDIA RTX 2000 8 გბ მეხსიერებით, ან NVIDIA RTX A1000 6 გბ. CreatorPro Z17 HX Studio და CreatorPro Z16 HX Studio მოდელებში მოცემულია გრაფიკული ამაჩქარებლები NVIDIA RTX 3000 ან NVIDIA RTX 2000, ხოლო მოდელ CreatorPro X17 HX-ში წარმოდგენილი იქნება პროფესიონალური ვიდე ბარათი NVIDIA RTX 3500 12 გბ მეხსიერებით. სხვა მოდელების ფონზე უფროსი CreatorPro X17 HX გამოირჩევა 17.3-დუიმიანი დისპლეით, რომლის გაფართოებაა 3840 × 2160 პიქსელი, აქვს Mini-LED განათება, 144 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე, 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამა და VESA DisplayHDR1000 სერტიფიკაცია. მოდელ CreatorPro Z17 HX Studio-ს აქვს 17-დუიმიანი სენსორული ეკრანი გაფართოებით 2560 × 1600 პიქსელი, 165 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე, 100%-იანი DCI-P3 და MSI Pen2 ელექტრონული ფანქრის მხარდაჭერა. CreatorPro Z16 HX Studio-ს აქვს 16-დუიმიანი ეკრანი გაფართოებით 2560 × 1600 პიქსელი, კადრის განახლების სიხშირე 120 ჰერცი, 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამა, ხოლო CreatorPro M16 მოდელის შემთხვევაში ხელმისაწვდომია ორი ვარიანტი: 16-დუიმიანი ეკრანის მქონე მოდელი 2560 × 1600 ან 1920 × 1080 პიქსელი გაფართოებით. მეორე მათგანის შემთხვევაში მითითებულია 144 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე. MSI CreatorPro M16, CreatorPro Z17 HX Studio, CreatorPro Z16 HX Studio და CreatorPro X17 HX ლეპტოპების დეტალური მახასიათებლები: CreatorPro Z17 HX Studio, CreatorPro Z16 HX Studio და CreatorPro X17 HX მოდელების შემთხვევაში მითითებულია რამდენიმე Thunderbolt 4 (USB Type-C პორტი DisplayPort-ის ალტერნატიული დამუხტვის ფუნქციებით) ინტერფეისის არსებობა. CreatorPro M16 მოდელს აქვს კლავიატურა კლავიშების ერთფერიანი განათებით, დანარჩენ ლეპტოპებში კი წარმოდგენილია SteelSeries კლავიატურა თითოეული კლავიშის ინდივიდუალური RGB განათებით. https://tinyurl.com/yxcatwrw Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.