Magdalena Posted March 27, 2023 Posted March 27, 2023 კომპანია ASUS-მა იანვარში გამოფენა CES 2023-ზე წარადგინა ROG XG Mobile - დოკ-სადგური ლეპტოპებისთვის, რომლის შემადგენლობაში შედის ფლაგმანური ვიდეო ბარათი GeForce RTX 4090. ახალი მოწყობილობა ცოტა ხნის წინ გამოჩნდა გაყიდვაში ზოგ ქვეყანაში. მაგალითად, იაპონიაში იგი შეფასებულია დაახლოებით 3 ათას აშშ დოლარად, თუმცა სხვა ქვეყნებში მისი ყიდვა გაცილებით იაფადაა შესაძლებელი. ფოტოს წყარო: ASUS დოკ-სადგური ASUS ROG XG Mobile თავსებადია მხოლოდ ASUS-ის ROG Flow სერიის ლეპტოპებთან. მობილურ კომპიუტერს მოწყობილობა უკავშირდება უშუალოდ PCIe ინტერფეისის მქონე კონექტორით, დიდი ალბათობით, ეს იქნება PCIe 4.0 ვერსია. ASUS ROG XG Mobile-ის შემადგენლობაში გამოყენებულია GeForce RTX 4090 ვიდეო ბარათის არა დესკტოპ ვარიანტი, არამედ ამაჩქარებლის მობილური ვერსია. ამ ბარათში მოცემულია გრაფიკული პროცესორი AD103 9728 CUDA ბირთვით ისევე, როგორც GeForce RTX 4080-ის დესკტოპ მოდელში. მობილური GeForce RTX 4090-ის ენერგომოხმარების მაჩვენებელია 150 ვატი, TDP-ის მაქსიმალური დონე კი შეადგენს 175 ვატს (+25 ვატი Dynamic Boost). GPU-ის საბაზისო სიხშირეა 1590 მჰც. Boost-რეჟიმში სიხშირე იზრდება 2040 მჰც-მდე, რაც გაცილებით ნაკლებია ამავე გრაფიკული ჩიპის მქონე დესკტოპ ვარიანტთან შედარებით. ვიდეო ბარათს აქვს 16 გბ GDDR6 მეხსიერება. ASUS ROG XG Mobile ორ ნაწილადაა გაყოფილი. ერთში მოცემულია 330-ვატიანი ინტეგრირებული კვების ბლოკი, მეორეში - თავად ვიდეო ბარათი, აგრეთვე input/output ინტერფეისები. ვიდეო ბარათი გრილდება რადიატორით, რომელშიც მოცემულია ამაორთქლებელი კამერა და ტურბინის ტიპის ქულერი, რომელსაც ცხელი ჰაერი დოკ-სადგურიდან გამოაქვს. ASUS ROG XG Mobile-ში ხელმისაწვდომია შემდეგი კონექტორები: HDMI 2.1, DisplayPort 1.4, USB 3.2 Gen1 (Type-A + Type-C), SD მეხსიერების ბარათის წამკითხველი, ასევე 2.5 გბ ქსელის ადაპტერი და კონექტორი კვების სადენის დასაკავშირებლად. იაპონიაში ASUS ROG XG Mobile-ის ფასია 399800 იენი, ანუ დაახლოებით 3 ათასი აშშ დოლარი დღგ-ს ჩათვლით. კანადაში დოკ-სადგური 2500 კანადურ დოლარად, ანუ 2000 აშშ დოლარად არის შეფასებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, GeForce RTX 4090 გარე მობილური გრაფიკული ბარათი მინიმუმ 25%-ით უფრო ძვირია GeForce RTX 4090-ის დესკტოპ ვერსიასთან შედარებით, მაგრამ ამავე დროს გააჩნია 800 აშშ დოლარი ღირებულების მქონე დესკტოპ GeForce RTX 4070 Ti-ს მსგავსი წარმადობა. https://tinyurl.com/4an8hfu3 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.