Magdalena Posted March 27, 2023 Posted March 27, 2023 ანალიტიკურმა სააგენტო Counterpoint Research-მა შეაჯამა გასული წლის მეოთხე კვარტალი სმარტფონების ბაზარზე. აღმოჩნდა, რომ უპირობო ლიდერი ამჟამად კომპანია Apple-ია, რომელმაც ამ პოზიციაზე მთავარი კონკურენტი - სამხრეთკორეული Samsung ჩაანაცვლა. ფოტოს წყარო: lukgehr/unsplash.com 2022 წლის მეორე და მესამე კვარტალში Apple-ის გლობალური წილი მხოლოდ 16%-ს შეადგენდა, თუმცა მეოთხე კვარტალში 23%-მდე გაიზარდა, ცხადია, iPhone 14 სერიის საშემოდგომო პრემიერის ხარჯზე. ცნობილია, რომ ლიდერების ხუთეულში კვარტალური ზრდა დააფიქსირეს მხოლოდ Apple-მა და Oppo-მ, რომელთა მიწოდების მოცულობა 42% და 4%-ით გაიზარდა, შესაბამისად. პარალელურად, Samsung-ის სმარტფონების მიწოდების მოცულობა ხსენებულ კვარტალში მნიშვნელოვნად შემცირდა და წილმა შეადგინა ბაზრის 15% - წილი შემცირდა 16%-ით წლის ჭრილში და 9%-ით - კვარტალური გამოთვლით 58.3 მილიონ ერთეულამდე. აღსანიშნავია, რომ სტატისტიკა მნიშვნელოვნად განსხვავდება რეგიონების მიხედვით. ჩრდილოეთ ამერიკაში Apple უდავო პირველ ადგილს იკავებს 57%-ით, ევროპაში Samsung ლიდერობს 31%-ით, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში Apple ხუთეულშიც კი არ შედის, ხოლო ლათინურ ამერიკაში კომპანია მეოთხე ადგილს იკავებს. ფოტოს წყარო: Counterpoint Research მთლიანობაში 2022 წელი სმარტფონების ბაზრისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ჯამური მიწოდების მოცულობა 12%-ით, 1.2 მილიარდ ერთეულამდე შემცირდა - ეს გახლავთ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2013 წლის შემდეგ. ამასთან, ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა მეოთხე კვარტალში - მიწოდების მოცულობა შემცირდა 19%-ით 302.6 მილიონ გაჯეტამდე. აღსანიშნავია, რომ Apple-ის წილი სმარტფონების საერთო რიცხვში Android-თან შედარებით ჯერ კიდევ მცირეა, თუმცა პრემიუმ-სეგმენტში კომპანია აბსოლუტური ლიდერია. მთელი 2022 წლის შეჯამებით იგი იკავებს ბაზრის 75%-ს და უსწრებს Samsung-ს - თუმცა კომპანია 2021 წელს ამ ნიშაში 70%-ზე მეტს ფლობდა. https://tinyurl.com/46ucftj2 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.