Magdalena Posted March 23, 2023 Posted March 23, 2023 ცივ ქვეყნებში ელექტრომობილების მუშაობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ლითიუმის შემცველი ბატარეების მოცულობის შემცირება დაბალ ტემპერატურაზე. ელექტრომობილების მწარმოებლები ასე თუ ისე ცდილობენ გაანეიტრალონ სიცივის ეფექტი სატრანსპორტო საშუალებებში, თუმცა ეს ბრძოლა სხვადასხვა ხარისხის წარმატებით მიმდინარეობს. კომპანია Tesla-მ, რომელიც ბევრი ინტერნეტ-მომხმარებლისთვის გენერალური დირექტორის, ცნობილ ამერიკელ ანტრეპრენერ და მილიარდერ ილონ მასკის წყალობითაა ცნობილი, განაახლა აპლიკაცია - ამჟამად მომხმარებელს მასში შეუძლია ნახოს, რამდენ პროცენტამდე შემცირდა ბატარეის მოცულობა სიცივის გამო. სქრინშოთზე ჩანს, როგორ აისახება ეს ინფორმაცია ვიზუალურად - „დაკარგული“ მოცულობა ლურჯი ფერითაა აღნიშნული. ამასთან, როდესაც ბატარეის გათბობისას მოცულობა კვლავ იმატებს, აპლიკაციაში ეს ცვლილებაც ხილვადია. Tesla-ს სპეციალისტების აზრით პროგრამული უზრუნველყოფის ახალი ვერსია ელექტრომობილის მფლობელს საშუალებას მისცემს მიიღოს უფრო ზუსტი და ვიზუალურად აღქმადი ინფორმაცია დამუხტვის დარჩენილი მარაგის შესახებ. https://tinyurl.com/5jb254n3 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.