Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Vivo-მ წარადგინა სმარტფონი iQOO Z7i, რომელიც გახდა პირველი მოდელი MediaTek-ის ერთკრისტალიანი პლატფორმა Dimensity 6020-ით. 7-ნანომეტრიანი ჩიპი განკუთვნილია ახალი თაობის საწყისი დონის 5G სმარტფონებისთვის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: iQOO 

მობილურ პლატფორმა Dimensity 6020-ს ქვს რვაბირთვიანი CPU ორი Cortex-A76 ბირთვით (2.2 გჰც სიხშირე) და ექვსი Cortex-A55 ბირთვით (2 გჰც), აგრეთვე გრაფიკული ამაჩქარებელი Mali-G57. ახალ ჩიპსეტს აქვს LPDDR4X ოპერატიული და UFS 2.2 ფლეშ-მეხსიერების მხარდაჭერა, აგრეთვე გააჩნია ISP-პროცესორი, რომელსაც შეუძლია 64 მეგაპიქსელამდე გაფართოების კამერებთან მუშაობა. გარდა ამისა, პლატფორმაზე მხარდაჭერილია 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირის მქონე ეკრანებთან ფუნქციონირება. 

რაც შეეხება უშუალოდ iQOO Z7i-ს, სმარტფონს აქვს 6.51-დუიმიანი LCD-დისპლეი 720p გაფართოებით, 128 გბ მუდმივი მეხსიერება (შესაძლებელია გაფართოება ბარათით), აგრეთვე 4, 6 ან 8 გბ ოპერატიული მეხსიერება ვერსიის შესაბამისად. სმარტფონის უკანა პანელზე განთავსებულია ორი კამერა - ერთი 13-მეგაპიქსელიანი სენსორი f/2.2 დიაფრაგმით და 2-მეგაპიქსელიანი მაკრო-მოდული (f/2.4). სელფი-კამერა 5-მეგაპიქსელიანია. 

სმარტფონი მუშაობს ოპერაციულ სისტემა Android 13-ზე პროგრამულ უზრუნველყოფა OriginOS Ocean-თან ერთად. ბატარეის მოცულობა შეადგენს 5000 მა/სთ-ს და აქვს 15-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა.  

image.jpeg 

ფოტოს წყარო: iQOO 

სმარტფონები ხელმისაწვდომია შავ და ლურჯ ფერებში - Moon Shadow Black და Ice Lake Blue, შესაბამისად. 4/128 გბ ვარიანტი ღირს 137 აშშ დოლარი, 6/128 გბ ვარიანტი - 145$, ხოლო 8/128 გბ მოდელი - 160$. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.