Magdalena Posted March 16, 2023 Posted March 16, 2023 წლის დასაწყისში AMD-მ წარადგინა Dragon Range სერიის პროცესორები Ryzen 7045HX მაღალი წარმადობის გეიმინგ ლეპტოპებისა და მობილური სამუშაო სადგურებისთვის. „მსოფლიოში ყველაზე მაღალი წარმადობის მობილური პროცესორი Ryzen 9 7945HX ამჟამად შეძენისთვის ხელმისაწვდომია, განაცხადა AMD-ს წარმომადგენელმა Jason Banta-მ. Dragon Range სერიაში შედის ოთხი მოდელი, რომელთაგან Ryzen 9 7945HX ყველაზე მაღალი წარმადობისაა: აქვს 16 ბირთვი 5.4 გჰც ტაქტის სიხშირით. სხვა მოდელებს შორისაა 12-, 8- და 6-ბირთვიანი ვარიანტები - ყველა მათგანის მაქსიმალური ტაქტის სიხშირე აღემატება 5.0 გჰც-ს ან მისი ტოლია. ფოტოს წყარო: Guru3D და AMD, YouTube ზოგიერთ სავაჭრო პლატფორმაზე უკვე გამოჩნდა AMD Ryzen 9 7945HX-ზე დამყარებული, ASUS-ის პირველი ლეპტოპები, რომლებიც წარმოდგენილია სხვადასხვა კონფიგურაციის სახით საფირმო ხაზ ROG-ში, ასეთი მოდელებია Zephyrus Duo 16, Strix SCAR და Strix G17. ფასები 5 ათას აშშ დოლარამდე აღწევს (მობილური NVIDIA GeForce RTX 4090 ბარათის მქონე მოდელი) და ეს არ არის ზღვარი. AMD-ის მონაცემებით თამაშებში Ryzen 9 7945HX საშუალოდ 10%-ით სწრაფია 24-ბირთვიან და 32-ნაკადიან Intel Core i9-13950HX-თან შედარებით, ამასთან, მაქსიმალური უპირატესობა, რაც შეიძლება ოფიციალურ გრაფიკზე ვიხილოთ, შეადგენს 45%-ს Rainbow Six Siege-ში, ხოლო Cyberpunk 2077-ში - 32%-ია. AMD-ის მობილური ფლაგმანი აღინიშნა PassMark-ში და AMD რეიტინგში პირველ ადგილზე დააბრუნა, წერს Notebookcheck. Ryzen 9 7945HX-ის Core i9-13980HX-ზე უპირატესობამ მრავალნაკადიან დატვირთვებში 26.6% შეადგინა - 61985 ქულა კონკურენტი ფლაგმანის 48954 ქულის წინააღმდეგ. ერთნაკადიან დატვირთვებში დასაშვებია ფრეს გამოცხადება - AMD-ის პროცესორის ოდნავ მეტი ქულის უპირატესობით. წყარო: PassMark ლეპტოპ ASUS Zephyrus Duo 16-ის (GX650) მიმოხილვა გამოჩნდა YouTube-არხ 普普通通Tony大叔-ზე, რომლის ავტორმა Cinebench R23-ზე მოიპოვა 33446 ქულა მრავალნაკადიან და 1942 ქულა - ერთნაკადიან რეჟიმებში. CG Director-ის მონაცემებით დესკტოპ Ryzen 9 7950X ამ ტესტში აგროვებს დაახლოებით 38165 და 2059 ქულას, შესაბამისად. https://tinyurl.com/3fptz69 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.