Jump to content

Recommended Posts

Posted

AMD-ის ოფიციალური სლაიდების მიხედვით, რომლებიც Tom's Hardware-ის ხელში აღმოჩნდა, 3D V-Cache მეხსიერების მქონე Ryzen 7 7800X3D-ის გეიმინგ წარმადობა 13-24%-ით მეტია Intel Core i9-13900K-სთან შედარებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AMD 

შეგახსენებთ, რომ Ryzen 7 7800X3D - ეს არის რვაბირთვიანი და 16-ნაკადიანი პროცესორი 5 გჰც-მდე სიხშირით, რაც 400 მჰც-ით ნაკლებია 3D V-Cache მეხსიერების არმქონე რვაბირთვიან Ryzen 7 7700X მოდელთან შედარებით. Ryzen 7 7800X3D-ს ქეშ-მეხსიერების ჯამური მოცულობა 104 მბ-ს შეადგენს (96 მბ L3). პროცესორის TDP-ის მაჩვენებელი 120 ვატია, რაც 15 ვატით აღემატება Ryzen 7 7700X-ის მაჩვენებელს. თავის მხრივ, Core i9-13900K - ეს არის რიგით მეორე ყველაზე მაღალი წარმადობის Intel Raptor Lake პროცესორი Core i9-13900KS-ის შემდეგ. მას აქვს 24 ბირთვი 32 ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით და მუშაობს 5.8 გჰც-მდე სიხშირეზე. Intel-ის ჩიპის მაქსიმალური TDP-ის დონე 253 ვატს შეადგენს. 

image.png 

AMD-მ Ryzen 7 7800X3D და Core i9-13900K გატესტა DDR5-6000 ოპერატიული მეხსიერების მქონე სისტემებში. გეიმინგ ტესტები ჩატარდა 1080p გაფართოებაზე. მათში მონაწილეობდა ისეთი გეიმინგ პროექტები, როგორებიცაა Rainbow Six Siege, Total War: Three Kingdoms, Red Dead Redemption 2 და Horizon Zero Dawn. Ryzen 7 7800X3D-ის სასარგებლოდ სიჩქარეში სხვაობამ ამა თუ იმ თამაშის მიხედვით შეადგინა 13-დან 24%-მდე. საშუალოდ AMD-ის პროცესორი აღმოჩნდა 19.5%-თ უფრო სწრაფი Intel-ის ჩიპთან შედარებით. თუმცა გასათვალისწინებელია თამაშების მცირე არჩევანი, აგრეთვე ის ფაქტიც, რომ ტესტები ჩაატარა თავად AMD-მ და არა დამოუკიდებელმა მიმომხილველებმა. 

image.png 

Tom's Hardware-ის მიხედვით Ryzen 7 7800X3D Horizon Zero Dawn-და და Rainbow Six Siege-ში დაახლოებით 3%-ით ნელია Ryzen 9 7950X3D-სთან შედარებით, რომელსაც აქვს ორი CCD ჩიპსეტი, რომელთაგან ერთი აღჭურვილია 3D V-Cache-ით. გასაკვირი არ იქნება, თუ რეალური სხვაობა გეიმინგ წარმადობაში Ryzen 7 7800X3D-სა და Ryzen 9 7950X3D-ს შორის დამოუკიდებელი შედარების მიმოხილვების მიხედვით არაუმეტეს 5% აღმოჩნდება. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ Ryzen 7 7800X3D 250 აშშ დოლარით იაფია ძველ მოდელზე და 130 დოლარით იაფი - Intel-ის პროცესორთან შედარებით. 

AMD-ის იმავე ტესტების თანახმად Zen 4 არქიტექტურაზე დამყარებული ახალი Ryzen 7 7800X3D 21-დან 30%-მდე სწრაფია თამაშებში Zen 3 არქიტექტურის მქონე Ryzen 7 5800X3D-სთან შედარებით. პროცესორების შედარება მოხდა ისეთ თამაშებში, როგორიცაა Warhammer Dawn of War II, CS: GO და Dota 2. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.