Magdalena Posted March 16, 2023 Posted March 16, 2023 AMD-ის ოფიციალური სლაიდების მიხედვით, რომლებიც Tom's Hardware-ის ხელში აღმოჩნდა, 3D V-Cache მეხსიერების მქონე Ryzen 7 7800X3D-ის გეიმინგ წარმადობა 13-24%-ით მეტია Intel Core i9-13900K-სთან შედარებით. ფოტოს წყარო: AMD შეგახსენებთ, რომ Ryzen 7 7800X3D - ეს არის რვაბირთვიანი და 16-ნაკადიანი პროცესორი 5 გჰც-მდე სიხშირით, რაც 400 მჰც-ით ნაკლებია 3D V-Cache მეხსიერების არმქონე რვაბირთვიან Ryzen 7 7700X მოდელთან შედარებით. Ryzen 7 7800X3D-ის ქეშ-მეხსიერების ჯამური მოცულობა 104 მბ-ს შეადგენს (96 მბ L3). პროცესორის TDP-ის მაჩვენებელი 120 ვატია, რაც 15 ვატით აღემატება Ryzen 7 7700X-ის მაჩვენებელს. თავის მხრივ, Core i9-13900K - ეს არის რიგით მეორე ყველაზე მაღალი წარმადობის Intel Raptor Lake პროცესორი Core i9-13900KS-ის შემდეგ. მას აქვს 24 ბირთვი 32 ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით და მუშაობს 5.8 გჰც-მდე სიხშირეზე. Intel-ის ჩიპის მაქსიმალური TDP-ის დონე 253 ვატს შეადგენს. AMD-მ Ryzen 7 7800X3D და Core i9-13900K გატესტა DDR5-6000 ოპერატიული მეხსიერების მქონე სისტემებში. გეიმინგ ტესტები ჩატარდა 1080p გაფართოებაზე. მათში მონაწილეობდა ისეთი გეიმინგ პროექტები, როგორებიცაა Rainbow Six Siege, Total War: Three Kingdoms, Red Dead Redemption 2 და Horizon Zero Dawn. Ryzen 7 7800X3D-ის სასარგებლოდ სიჩქარეში სხვაობამ ამა თუ იმ თამაშის მიხედვით შეადგინა 13-დან 24%-მდე. საშუალოდ AMD-ის პროცესორი აღმოჩნდა 19.5%-თ უფრო სწრაფი Intel-ის ჩიპთან შედარებით. თუმცა გასათვალისწინებელია თამაშების მცირე არჩევანი, აგრეთვე ის ფაქტიც, რომ ტესტები ჩაატარა თავად AMD-მ და არა დამოუკიდებელმა მიმომხილველებმა. Tom's Hardware-ის მიხედვით Ryzen 7 7800X3D Horizon Zero Dawn-და და Rainbow Six Siege-ში დაახლოებით 3%-ით ნელია Ryzen 9 7950X3D-სთან შედარებით, რომელსაც აქვს ორი CCD ჩიპსეტი, რომელთაგან ერთი აღჭურვილია 3D V-Cache-ით. გასაკვირი არ იქნება, თუ რეალური სხვაობა გეიმინგ წარმადობაში Ryzen 7 7800X3D-სა და Ryzen 9 7950X3D-ს შორის დამოუკიდებელი შედარების მიმოხილვების მიხედვით არაუმეტეს 5% აღმოჩნდება. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ Ryzen 7 7800X3D 250 აშშ დოლარით იაფია ძველ მოდელზე და 130 დოლარით იაფი - Intel-ის პროცესორთან შედარებით. AMD-ის იმავე ტესტების თანახმად Zen 4 არქიტექტურაზე დამყარებული ახალი Ryzen 7 7800X3D 21-დან 30%-მდე სწრაფია თამაშებში Zen 3 არქიტექტურის მქონე Ryzen 7 5800X3D-სთან შედარებით. პროცესორების შედარება მოხდა ისეთ თამაშებში, როგორიცაა Warhammer Dawn of War II, CS: GO და Dota 2. https://tinyurl.com/5c6925d6 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.