Magdalena Posted March 15, 2023 Posted March 15, 2023 როგორც ცნობილია, ზოგიერთ მე-4 თაობის Intel Xeon პროცესორს (Sapphire Rapids), რომლებიც წარმოდგენილ იქნა გასულ თვეში, განბლოკილი მულტიპლიკატორი აქვს, რაც მათი ხელით აჩქარების საშუალებას იძლევა. ერთ-ერთი ასეთი პროცესორია ფლაგმანური 56-ბირთვიანი Intel Xeon W9-3495X. მისმა აჩქარებამ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა სინთეტიკურ ტესტ Cinebench R23-ში. ფოტოს წყარო: HWBot ამ დრომდე ყველაზე მაღალი წარმადობის დესკტოპ პროცესორის წოდებას Cinebench R23 ტესტში ფლობდა 64-ბირთვიანი და 128-ნაკადიანი Ryzen Threadripper Pro 5995WX. HWBot-ის მონაცემთა ბაზის თანახმად AMD-ის პროცესორის აჩქარება მოხდა 5.4 გჰც-მდე სამხრეთკორეელ ენთუზიასტ safedisk-ის მიერ, პროცესორმა მრავალნაკადიანი წარმადობის ტესტში დააგროვა 121215 ქულა. ბერძნულმა გუნდმა - OGS, თხევადი აზოტის გამოყენებით Intel Xeon W9-3495X ააჩქარა ყველა ბირთვზე 5.4 გჰც სიხშირემდე. ამის შემდეგ, Intel-ის პროცესორმა შეძლო 132484 ქულის დაგროვება იმავე მრავალნაკადიანი წარმადობის ტესტში. ექსპერიმენტისთვის გამოყენებული იყო დედა დაფა ASUS Pro WS W790E-SAGE SE და 128 გბ G.Skill Zeta R5 DDR5-5800 ოპერატიული მეხსიერების ნაკრები. Intel-ის პროცესორმა არა მხოლოდ დაამყარა წარმადობის ახალი რეკორდი Cinebench R23-ში, არამედ მოხსნა რამდენიმე სხვა რეკორდი Cinebench R20-ში, Y-Cruncher-ში, 3DMark CPU-სა და Geekbench 3-ში. https://tinyurl.com/44ys9zxr Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.