Jump to content

Recommended Posts

Posted

არაოფიციალური ცნობებით, მიმდინარე თვის ბოლოს უნდა გამოვიდეს Redmi Note 12 სერიის სმარტფონები. სერიის ფლაგმანი იქნება Redmi Note 12 Pro Plus, რომელსაც 200-მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა ექნება. 

image.png 

როგორც ჩანს, კომპანია Xiaomi Redmi Note 12  სერიის ევროპაში გამოშვების ზღვარზეა, მიმდინარე წლის დასაწყისში კომპანიამ ეს სერია უკვე გამოუშვა ინდოეთში და რამდენიმე თვის წინ - ჩინეთში. ადრე მომხმარებელმა @_snoopytech_ Twitter-ზე გააზიარა Redmi Note 12-ისა და Redmi Note 12 Pro-ს მარკეტინგული ფოტოები, აგრეთვე სერიაში შემავალი ოთხივე მოდელის მახასიათებლები. Xiaomi-ს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია Redmi Note 12 სერიის ყველა მოდელის ევროპული გამოშვების თარიღზე ან ფასებზე. 

ევროპული ქსელების ნაწილმა თავიანთ ვებ-გვერდებზე მოკლედ განათავსა Redmi Note 12 Pro Plus-ის მახასიათებლები, თუმცა ინფორმაცია მალევე წაიშალა. ფოტოებზე მითითებული იყო ხსენებული სმარტფონის ფასი 499 ევრო, რაც ადრეულ პროგნოზებს შეესაბამება. @_snoopytech_ ამტკიცებდა, რომ სტანდარტული Redmi Note 12-ის ფასი 279 ევრო იქნება 

ერთ-ერთმა ევროპულმა რითეილერმა სმარტფონის ხელმისაწვდომობის პერიოდად 16-18 მარტი მიუთითა. ნებისმიერ შემთხვევაში, Redmi Note 12 სერის ევროპაში უახლოეს დღეებში უნდა გამოჩნდეს.  

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.