Jump to content

Recommended Posts

Posted

Bitcoin-ის მაინინგზე სპეციალიზებულმა ამერიკულმა კომპანია TeraWulf-მა ქვეყანაში პირველმა აამოქმედა მაინინგ-ფერმა, რომელიც 100%-ით ატომურ ენერგიაზე მუშაობს. საუბარი ეხება ობიექტ Nautilus Cryptomine-ს შტატ პენსილვანიაში - ფერმა მოიცავს 8 ათას მაინერს. კომპანია Cumulus Coin-თან ერთად ობიექტის ჯამური სიმძლავრე 200 მეგავატს შეადგენს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: terawulf.com 

TeraWulf-ის წილი ობიექტში ჯერ 50 მეგავატია - იგი სრულად იქნება ათვისებული მაისში. საწყის ეტაპზე კომპანიამ 8 ათასი მაინერი აამოქმედა, რაც ჯამურად უზრუნველყოფს დაახლოებით 1 Eh/s წარმადობას. TeraWulf განათავსებს დამატებით 8000 ერთეულს Nautilus-ზე უახლოეს კვირებში, რათა მიაღწიოს 1.9 Eh/s-ს. სამომავლოდ კომპანია ასევე აპირებს ობიექტში წილის გაზრდას კიდევ 50 მეგავატით. 

Bitcoin-ის ბირთვული ენერგიით მოპოვება უკიდურესად მომგებიანია, რადგან ატომური ელექტროენერგია ბაზარზე ელექტროენერგიის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ტარიფს გვთავაზობს, განაცხადა TeraWulf-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თავმჯდომარემ პოლ პრაგერმა (Paul Prager). მომდევნო ხუთი წელიწადის განმავლობაში კომპანიისთვის 1 კვტ/სთ-ის ღირებულება მხოლოდ 0.02$ იქნება. კომპანია ერთპიროვნულად ფლობს კიდევ ერთ ობიექტს, სახელად Lake Mariner, ნიუ-იორკში - ამ ობიექტზე მალე ექსპლუატაციაში შევა ახალი კორპუსი, რის შედეგად მოხმარებადი სიმძლავრე 110 მვტ-მდე გაიზრდება. ჯამში, მეორე კვარტლის დასაწყისისთვის TeraWulf-ზე იმუშავებს 50 ათასი მაინერ, რომლებიც მოიხმარენ 160 მეგავატს ჯამური წარმადობით 5.5 Eh/s. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.