Jump to content

Recommended Posts

Posted

Dragon Range სერიის ფლაგმანურ მობილურ 16-ბირთვიან AMD Ryzen 9 7945HX-ს შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ყველაზე მაღალი წარმადობის მობილურ CPU-ს - ფლაგმანურ 24-ბირთვიან Intel Core i9-13980HX-ს. ტესტების მონაცემები გააზიარა პორტალ Notebookcheck-მა, რომელიც გაეცნო AMD-ის ხსენებული პროცესორის მქონე განახლებულ გეიმინგ ლეპტოპს - ASUS ROG Zephyrus Duo. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Notebookchek 

Ryzen 9 7945HX-ის ერთნაკადიანი წარმადობა Cinebench R23 ტესტში თითქმის Core i9-13980HX-ის ანალოგიურია. ამავე დროს, მრავალნაკადიანი წარმადობით AMD-ის ახალი ჩიპი 4.4%-ით სწრაფია. 

image.jpeg 

Ryzen 9 7945HX-ის ერთნაკადიანი წარმადობა Cinebench R23-ში 

image.jpeg 

Ryzen 9 7945HX-ის მრავალნაკადიანი წარმადობა Cinebench R23-ში 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Ryzen 9 7945HX-ზე დამყარებულ, 2023 წლის ROG Zephyrus Duo-ში გამოყენებულია DDR5-4800 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება, Intel-ის პროცესორის მქონე ლეპტოპ MSI Titan GT77 HX 13VI-ში კი - უფრო სწრაფი DDR5-5600 ტიპის ოპერატიული მეხსიერება. Ryzen 9 7945HX-ის გეიმინგ წარმადობა გაიტესტა Cyberpunk 2077-სა და The Witcher 3-ში. შედეგები მოცემულია ქვემოთ: 

image.jpeg 

image.jpeg 

image.jpeg 

გეიმინგ ტესტების ჯამური შედეგები აჩვენებს, რომ Ryzen 9 7945HX ჩამორჩება Core i9-13980HX-ს საშუალოდ მხოლოდ 7%-ით. მაგრამ ამავე დროს, მიმოხილვა მიუთითებს, რომ Ryzen 9 7945HX მნიშვნელოვნად უფრო ენერგოეფექტურია HX სერიის მე-13 თაობის Intel Core პროცესორებთან შედარებით. AMD ჩიპის მაქსიმალური TDP არის 120 ვატი, ხოლო Intel-ის ჩიპების მაჩვენებელი 150 ვატს აღწევს. Core i9-13980HX-ის TDP-ის დონის 120 ვატამდე შეზღუდვისას AMD-ის პროცესორთან მისი ჩამორჩენა კიდევ უფრო, 22%-მდე იზრდება. 

image.jpeg 

Notebookcheck-ის მოკლე მიმოხილვა ასევე მიუთითებს, რომ Zen 4 არქიტექტურის ახალი Ryzen 9 7945HX ბევრად სწრაფია, ვიდრე წინა თაობის ფლაგმანური Ryzen 9 6900HX Zen 3 პროცესორი, რომელიც გამოიყენება 2022 წლის ROG Zephyrus Duo-ში. 

image.jpeg 

პროცესორები გაიტესტა MSI-სა და ASUS-ის ლეპტოპებზე, რომლებშიც მოცემული იყო GeForce RTX 4090 გრაფიკული ბარათი TDP-ის მაქსიმალური 175-ვატიანი მაჩვენებლით. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.