Jump to content

Recommended Posts

Posted

თხევადი გაგრილების სისტემის მქონე სმარტფონის კონცეპტ-მოდელ OnePlus 11-ის ანონსის პარალელურად OnePlus -მა გამოფენა Mobile World Congress-ზე (MWC) წარადგინა უფრო უნივერსალური გადაწყვეტილება. საუბარი ეხება ცალკეულ გაგრილების სისტემა, რომელიც გამოყენებადია ნებისმიერ სმარტფონთან და საშუალებას იძლევა გაიზარდოს წარმადობა დიდი რესურსის თამაშებსა და აპლიკაციებში 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Stuff 

ონლაინ-რესურს Stuff-ის ინფორმაციით სისტემა გაყიდვაში მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა გამოვიდეს. როგორც მოსალოდნელია, იგი მობილურ გეიმერებს უზრუნველყოფს ფრეიმრეითის მცირე ზრდით სადაც შესაძლებელი იქნება. 

თუ გაგრილების სისტემა Active CryoFlux OnePlus 11 სმარტფონის კონცეპტ-ვარიანტის ჩიპსეტს 1-2 გრადუსით გააგრილებს ჩველებრივ სმარტფონთან შედარებით, ასეთ შემთხვევაში ტექნოლოგია TEC, რომელიც 45W Liquid Cooler მოდულის დამოუკიდებლად გამოიყენება, სმარტფონის 20 გრადუსით გაგრილების შესაძლებლობას იძლევა. ეს ნიშნავს იმას, რომ პროცესორი იმუშავებს უფრო მაღალ სიხშირეებზე გადახურებისა და trottling-ის გარეშე, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს უფრო მაღალ ფრეიმრეითს თამაშებში, განსაკუთრებით ხანგრძლივი გეიმინგ სესიების შემთხვევებში. 

თავად ქულერი სმარტფონზე მაგრდება სპეციალური ზამბარით და თავსებადია OnePlus-ის გარდა ბრენდების უმრავლესობის პროდუქციასთან. აღსანიშნავია, რომ მოწყობილობა უკავშირდება ბლოკს საკმაოდ დიდი რადიატორით - გარე მყარი დისკით ან როუტერითაც კი. გაგრილების სისტემის უდიდესი ნაწილი დამალულია კორპუსში, ამიტომ სხვა მსგავსი გადაწყვეტილებებისგან განსხვავებით მომხმარებელი ვერ იგრძნობს ჭარბი სითბოს გამოყოფას. 

„თერმოელექტრული“ გაგრილება იწყება ქულერის სმარტფონთან შეერთებისთანავე, ხოლო მთავარ მოდულზე არსებული ღილაკი საშუალებას გაძლევთ დაარეგულიროთ გაგრილების ინტენსივობა. სამწუხაროდ, გაგრილების სისტემა არ უზრუნველყოფს სმარტფონის დამუხტვას, ამიტომ მობილურ გეიმერებს შეიძლება დასჭირდეთ სხვა სადენის დაკავშირება სმარტფონთან გეიმინგ სესიების დროს. 

გაყიდვების დაწყების დრო და ახალი მოწყობილობის ფასი მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.