Magdalena Posted February 28, 2023 Posted February 28, 2023 უახლესმა პროცესორმა Intel Xeon W9-3495X "Sapphire Rapids" აჩქარების მხრივ მსოფლიო რეკორდი დაამყარა: 56-ბირთვიანი ჩიპის აჩქარება მოხერხდა 4.2 გჰც-მდე. ტესტირება ჩაატარა ცნობილმა ენთუზიასტმა მეტსახელად Der8auer, რომელიც ექსპერიმენტში იყენებდა სასერვერო დედა დაფას LGA 4677 სოკეტით, 192 გბ RDIMM (ECC) DDR5-5600 მეხსიერებას და 360-მილიმეტრიან AIO-ს Cooler Master-ისგან გაგრილების სახით. ტესტირებისთვის შერჩეული იყო დედა დაფა RVP (Reference Validation Platform) ჩიპსეტით W790. პროცესორის აჩქარების ტესტის დროს დაკავშირებული იყო Intel XTU utility. ჩიპის ენერგომოხმარება თავისუფალ რეჟიმში შეადგენდა დაახლოებით 300-350 ვატს, მაქსიმალურ დატვირთვაზე ბენჩმარკზე კი დაფიქსირდა 1000 ვატზე მეტი. Geekbench 5 ტესტის შედეგად ჩიპმა დააგროვა შთამბეჭდავი 53817 ქულა, რის შედეგად 12%-ით უკან მოიტოვა AMD Threadripper Pro 5995WX-ის ამჟამინდელი მსოფლიო რეკორდი. ტესტირება ჩატარდა კონტროლირებად პირობებში Intel-ის აშშ-ის სათაო ოფისში ოვერქლოქერების გუნდთან ერთად. რეალურად საინტერესო კი ის არის, რომ Xeon W9-3495X-ს შეუძლია უზრუნველყოს კიდევ უფრო უკეთესი წარმადობა სათანადო გაგრილების პირობებში, რადგან ახალი Golden Cove ბირთვები არ მუშაობს სრული სიმძლავრით. https://tinyurl.com/596svyv4 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.