Magdalena Posted February 21, 2023 Posted February 21, 2023 კომპანია Intel-მა წარადგინა Sapphire Rapids სერიის პროცესორები, რომლებიც განკუთვნილია მძლავრი სამუშაო სადგურების აწყობისთვის. ახალი პროცესორები შევიდა სერიებში Xeon W-3400 და Xeon W-2400. Intel ფლაგმანურ Xeon w9-3495X-ს უწოდებს თავის ყველაზე მძლავრ დესკტოპ პროცესორს, რაც ოდესმე გამოუშვია სამუშაო სადგურებისთვის. უფროსი Xeon W-3400 სერიის ჩიპებში მოცემულია 12-დან 56-მდე ბირთვი. გამოყენებულია Golden Cove ბირთვები Hyper-Threading ტექნოლოგიის მხარდაჭერით, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესორებს აქვთ ორჯერ მეტი ნაკადი ბირთვებთან შედარებით. საბაზისო სიხშირეებია 1.9-დან 3.2 გჰც-მდე, მაქსიმალური კი 4.8 გჰც-ს აღწევს. ამ სერიის ზოგ ჩიპზე მხარდაჭერილია აჩქარების შესაძლებლობა, მათ შორისაა 56-ბირთვიანი ფლაგმანი Xeon w9-3495X. TDP-ის დონე შეადგენს 270-დან 350-მდე ვატს მოდელის მიხედვით. უმცროს Xeon W-2400 სერიაში წარმოდგენილ პროცესორებს აქვს 6-დან 24-მდე ბირთვი, თითოეულ ბირთვზე მოდის ორი ნაკადი. საბაზისო ტაქტის სიხშირის დიაპაზონია 2.1-დან 3.2 გჰც-მდე, მაქსიმალური Turbo-სიხშირე კი უფროს მოდელებში აღწევს 4.8 გჰც-ს. ამავე დროს უფროს ჩიპებს განბლოკილი მულტიპლიკატორი აქვთ, რის გამოც შესაძლებელია მათი აჩქარება. TDP-ის დონე შედგენს 120-225 ვატს. ახალ პროცესორებში ხელმისაწვდომია 105 მბ-მდე მესამე დონის ქეშ-მეხსიერება. Xeon W-2400 სერიის ჩიპებს აქვთ ოპერატიული მეხსიერების ოთხი არზი და 2 ტბ-მდე 4800 მჰც DDR5-ის მხარდაჭერა. Xeon W-3400 სერიაში მხარდაჭერილია მეხსიერების რვა არხი და 4 ტბ-მდე DDR5 იმავე სიხშირით. ორივე სერიაში მხარდაჭერილია ECC-მეხსიერება. განბლოკილ პროცესორებში შესაძლებელია ოპერატიული მეხსიერების, მათ შორის DDR5 XMP 3.0 RDIMM პროფილის, აჩქარებაც. Xeon W-3400 სერიის პროცესორებში მოცემულია 112 PCIe 5.0 არხი, უმცროს სერიაში - ამავე სტანდარტის 64 არხი. ყველა ახალი ჩიპი დამზადებულია LGA 4677 სოკეტისთვის და იმუშავებს W790 ჩიპსეტთან. მხარდაჭერილია Wi-Fi 6E და სადენიანი 2.5G Ethernet. წარმადობას რაც შეეხება, Intel აცხადებს, რომ სიჩქარე 28%-ით გაიზარდა ერთნაკადიან ამოცანებში, ხოლო 120%-ით - მრავალნაკადიანში წინა თაობის ჩიპებთან - Xeon W-3200 (Cascade Lake) შედარებით. ამასთან, სლაიდებზე ჩანს, რომ ახალი Xeon w9-3495X 140%-ით უსწრებს Xeon W-3275-ს, თუმცა ზოგ ამოცანაში განსხვავება შედარებით ნაკლებია. სამუშაო სადგურებისთვის განკუთვნილი პროცესორების ფასი 359 აშშ დოლარიდან იწყება (6-ბირთვიანი Xeon w3-2423) და მთავრდება 5889 აშშ დოლარით (ფლაგმანური 56-ბირთვიანი Xeon w9-3495X). ჩიპები გაყიდვაში გამოვა მარტში, წინასწარი შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია. https://tinyurl.com/4dmz8s3c Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.