Magdalena Posted February 20, 2023 Posted February 20, 2023 გასულ წელს მთელ მსოფლიოში გაიყიდა 10.83 მილიონი ავტომობილი ელექტროძრავით, რომელთაც სვლის მარაგის შევსება ელექტროქსელიდან შეუძლიათ - ესენია ელექტრომობილები და დატენვადი ჰიბრიდები. ხსენებული მაჩვენებელი 61.3%-ით მეტია 2021 წელს გაყიდულ ავტომობილებთან შედარებით. SNE Research-ის ანალიტიკოსების პროგნოზით მიმდინარე წელს გაიყიდება 14.78 მილიონი ელექტრომობილი და დატენვადი ჰიბრიდი. ფოტოს წყარო: BYD როგორც ბევრმა წყარომ უკვე დაადასტურა, ჩინურმა კომპანია BYD-მა მოახერხა გამხდარიყო მსოფლიო ლიდერი ელექტრომობილებისა და დატენვადი ჰიბრიდების გაყიდვებში 2022 წელს, გაყიდვები გაიზარდა 204.6%-ით 1.87 მილიონ ერთეულამდე. თუმცა სრულად ელექტრომობილების გაყიდვების მოცულობით ჩინური კომპანია ჯერ ჩამორჩება Tesla-ს, რომელმაც გაყიდა 1.31 მილიონი მანქანა - 40%-ით მეტი გასულ წელთან შედარებით. SNE Research-ის რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს ჩინური კონცერნი SAIC 978 ათასი გაყიდული მანქანით, მისი გაყიდვების მოცულობა სოლიდური 43.1%-ით გაიზარდა. მეოთხე ადგილზეა კონცერნი Volkswagen, რომელიც მთლიანობაში მანქანათმშენებელი კომპანიების რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს. გასული წლის შედეგების მიხედვით გერმანულმა გიგანტმა შეძლო ელექტრიფიცირებული მოდელების მიწოდების გაზრდა მხოლოდ 8.8%-ით 815 ათას ერთეულამდე. ჩინური Geely, რომელიც აკონტროლებს ათეულობით ბრენდს, მეხუთე ადგილზე გავიდა 646 ათასი გაყიდული ელექტრიფიცირებული მანქანით, რაც 111.8%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. Hyundai Motor Group მეექვსე ადგილზეა 510 ათასი რეალიზებული მანქანით და 40.9%-იანი ზრდის მაჩვენებლით. ამავე დროს კორეულმა ავტოგიგანტმა გადალახა 100 ათასი ელექტრიფიცირებული ერთეულის რეალიზაციის ბარიერი აშშ-ის ტერიტორიაზე 2014 წელს ადგილობრივ ბაზარზე შესვლის შემდეგ. მთელი ამ დროის განმავლობაში გაიყიდა 51266 KIA, 51096 Hyundai და 1964 Genesis-ის ეგზემპლარი. გასულ წელს გაყიდული ელექტრიფიცირებული მანქანების საერთო მოცულობიდან ჩინეთზე მოდიოდა 6.56 მილიონი ერთეული (+97,1 %), ჩრდილოეთ ამერიკაში გაყიდვები გაიზარდა 49.8%-ით, ხოლო ევროპაში - მხოლოდ 11.2%-ით. როგორც SNE Research-ის ექსპერტები ელოდებიან, მიმდინარე წელს ელექტრომობილებისა და დატენვადი ჰიბრიდების მსოფლიო რეალიზაციის მოცულობა გაიზრდება 14.78 მილიონ ერთეულამდე, ამასთან, ჩინეთში ზრდის ტემპი შემცირდება, ხოლო შეერთებულ შტატებში შესაძლოა გაიზარდოს მიზნობრივი სუბსიდიების შემოღების გამო. https://tinyurl.com/ynuxrbpp Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.