Magdalena Posted February 18, 2023 Posted February 18, 2023 NVIDIA-ს ჯერ არ გამოუშვია და არც დაუანონსებია GeForce RTX 4070. ამჟამად დესკტოპ კომპიუტერებისთვის განკუთვნილი ვიდეო ბარათების ხაზი წარმოდგენილია შემდეგი მოდელებით: GeForce RTX 4090 (AD102-300-A1), GeForce RTX 4080 16 გბ (AD103-300-A1) და GeForce RTX 4070 Ti (AD104-400-A1). კომპანია თავდაპირველად გეგმავდა შემოეთავაზებინა მოდელი GeForce RTX 4080 ნაკლები (12 გბ) ვიდეომეხსიერებით და ნაკლები CUDA ბირთვით, თუმცა საბოლოოს იგი გარდაიქმნა GeForce RTX 4070 Ti-დ. თუ MEGAsizeGPU-ის (@Zed_Wang) მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებული ფოტო რეალურია, გამოდის, რომ GeForce RTX 4070-ს ექნება Ti მოდელებში განთავსებულ გრაფიკულ პროცესორ AD104 Ada Lovelace-ის შემცირებული ვერსია. ქვემოთ მოცემულია ორი ვიდეო ბარათის მახასიათებლების შედარება: GeForce RTX 4070 Ti: 7680 CUDA ბირთვი, 2310 მჰც საბაზისო სიხშირე, 2610 მჰც boost სიხშირე, 12 გბ GDDR6X მეხსიერება, 192-ბიტიანი სალტე, 800$ საცალო ფასი; GeForce RTX 4070: 5888 CUDA ბირთვი, 1920 მჰც საბაზისო სიხშირე, 2475 მჰც boost სიხშირე, 12 გბ GDDR6X მეხსიერება, 192-ბიტიანი სალტე, საცალო ფასი უცნობია. თუ ეს მახასიათებლები აქტუალურია, მოსალოდნელია CUDA ბირთვების რიცხვის 23.3%-ით შემცირება და უფრო დაბალი ტაქტის სიხშირეები. GeForce RTX 4070 Ti უზრუნველყოფს 40 Tflops გრაფიკულ წარმადობას, ჩვეულებრივი GeForce RTX 4070 მუშაობს 29 Tflops-ზე. რაც არ შეცვლილა, ეს არის მეხსიერების კონფიგურაცია. როგორც სტანდარტულ, ისე Ti ვერსიას ექნება 12 გბ GDDR6X მეხსიერება 192-ბიტიანი სალტით, რაც უზრუნველყოფს 504 გბ/წმ სიჩქარეს. ასევე ცნობილია, რომ ხელმისაწვდომი იქნება AD104-250 GPU-ის ორი ვერსია: ერთი - ეტალონური ვიდეო ბარათებისთვის (PG141-SKU343), მეორე კი Founders Edition მოდელებისთვის (PG141-SKU344). გარდა ამისა, ვრცელდება ხმები, რომ ზოგიერთ ეტალონურ მოდელში (PG141-SKU345) წარმოდგენილი იქნება ვარიანტი AD104-251-A1, ე.ი. გამოვა ჯამში სამი SKU. @hkepcmedia-ს თანახმად 250 ვერსიისთვის საჭირო იქნება ძაბვის შედარების წრე, 251 ვერსიისთვის - არა. არაოფიციალური ცნობებით GeForce RTX 4070 საცალო ვაჭრობაში აპრილში გამოვა. სავარაუდოდ, შესაბამის განცხადებას NVIDIA გააკეთებს ღონისძიება GTC-ზე 20-23 მარტს. https://tinyurl.com/457bt64a Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.