Magdalena Posted February 17, 2023 Posted February 17, 2023 პორტალ Green Smartphones-მა ცნობილ ქსელურ ინფორმატორ OnLeaks-თან თანამშრომლობით გამოაქვეყნა ახალ ფლაგმანურ სმარტფონ Xperia 1 V-ის არაოფიციალური რენდერები. გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად მოდელი ძალიან ჰგავს წინა ვერსიის ვარიანტს. ფოტოს წყარო: OnLeaks/GreenSmartphone როგორც პორტალი Green Smartphones გვაცნობებს, Xperia 1 V-ს ექნება: დისპლეი - ბრტყელი, 6.5-დუიმიანი; უკანა კამერა - 12 მპ (ძირითადი), 48 მპ (ფართოკუთხიანი), 13 მპ (ტელეობიექტივი); ფრონტალური კამერა - 12 მპ; ბატარეა - 5000 მა/სთ (დაუდასტურებელია); ჩიპსეტი - Snapdragon 8 Gen 2 (დაუდასტურებელია); ოპერატიული მეხსიერება - 16 გბ (დაუდასტურებელია); ზომა - 161.0 × 69.3 × 8.5 მმ. სხვა სიტყვებით, Xperia 1 V გავს გასული წლის ვერსიას, თუმცა ფართოკუთხიანი კამერის გაფართოება 12-დან 16 მეგაპიქსელამდე გაიზარდა, აგრეთვე დიდი ალბათობა, რომ ახალ მოდელს ექნება 12-ის ნაცვლად 16 გბ ოპერატიული მეხსიერება. დისპლეი კვლავ 6.5-დუიმიანია, თუმცა, როგორც ცნობილია, მოწყობილობა ოდნავ მოკლეა და არც ისეთი განიერი, როგორც წინამორბედი, რასაც მისი წვრილი ჩარჩო მოწმობს. ამას გარდა, მოსალოდნელია ფლაგმანურ ჩიპსეტ Qualcomm Snapdragon 8 Gen 2-ის გამოყენება. მოწყობილობაში წინა თაობის მოდელის მსგავსად შემორცენილია კამერების ვერტიკალური მოდული, კუთხოვანი დიზაინი, საკმაოდ თხელი კორპუსი და, სავარაუდოდ, 3.5-მილიმეტრიანი კონექტორი ყურსასმენისთვის. გამოქვეყნებული მახასიათებლები მოწმობს, რომ მოდელში არ იქნება წარმოდგენილი ცვლილებები გარეგნული დიზაინის ან ელექტრონული კომპონენტების მხრივ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ Sony-ს გაცილებით მცირე წილი აქვს სმარტფონების ბაზარზე, ვიდრე, მაგალითად, Samsung-ს ან Xiaomi-ს, კომპანია გვთავაზობს მიმზიდველ ფუნქციებს: უწყვეტი ოპტიკური ზუმსა და სწრაფ სერიულ გადაღებას. აღსანიშნავია, რომ Sony-ს პროდუქცია ფასებით არ ჩამოუვარდება Samsung-ისა და Apple-ის ფლაგმანურ მოდელებს. მაგალითად, გასული წლის Xperia 1 IV-ის ფასი 1599 აშშ დოლარიდან იწყება. ჯერჯერობით არ არსებობს ცნობები, რა იქნება ახალი სმარტფონის ფასი, თუმცა Green Smartphones აცხადებს, რომ ანონსი შესაძლოა შედგეს „მიმდინარე თვეში მოგვიანებით“, ხოლო უშუალოდ გამოშვებას ზაფხულში უნდა ველოდოთ. არ არის გამორიცხული, რომ დამატებითი ინფორმაცია გახმაურდეს გამოფენა Mobile World Congress-ზე ბარსელონაში, რომლის ჩატარებამდე რამდენიმე კვირა რჩება. https://tinyurl.com/7t6hk4x6
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now