Magdalena Posted February 16, 2023 Posted February 16, 2023 არაკასტოდიალური კრიპტო საფულე MetaMask-ის შემქმნელებმა გააფრთხილეს მომხმარებლები ფიშინგური შეტევების შესახებ მესამე მხარის ელექტრონული ფოსტის სერვისის საშუალებით. „MetaMask არ აგროვებს KYC ინფორმაციას და არასოდეს გამოგიგზავნით ელექტრონულ წერილს თქვენი ანგარიშის შესახებ! არასოდეს შეიყვანოთ აღდგენის პაროლი ვებ-გვერდზე. თუ თქვენ ელექტრონულ წერილს მიიღებთ MetaMask-ისგან, Namecheap-ისგან ან ვინმე სხვისგან, გთხოვთ, უგულებელყოთ და არ დააჭიროთ ბმულს“, - წერს MetaMask-ის გუნდი. ელ.ფოსტის სერვისის პროვაიდერმა Namecheap-მა დაადასტურა, რომ ზიანისმომტანი შეტყობინებები გაიგზავნა მისი სერვისით. განცხადების თანახმად ელექტრონული ფოსტის სისტემები არ გატეხილა და მომხმარებლების მონაცემები არ დაზარალებულა. გუნდები აგრძელებენ ინციდენტის გამოძიებას და მომხმარებლებს აფრთხილებენ ორჯერ შეამოწმონ ბმულები MetaMask-დან ან Namecheap-იდან. ამ უკანასკნელის დეველოპერებმა აღნიშნეს, რომ მათ ჯერ არ შეუძლიათ თაღლითური ელ.ფოსტის გაგზავნის თავიდან აცილება. მათ პრობლემით მიმართეს სერვისის ზემდგომ პროვაიდერს. შეგახსენებთ, რომ თებერვლის დასაწყისში MetaMask-ის გუნდმა დაამატა RPC პროვაიდერის აპლიკაციის პარამეტრებში შესაცვლელი ვარიანტი. https://tinyurl.com/2vyrb8xd Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.