Magdalena Posted February 6, 2023 Posted February 6, 2023 Samsung ახალი მოთამაშეა AR და VR ბაზარზე. კომპანიამ უკვე გამოაცხადა, რომ აპირებს Google-სა და Qualcomm-თან თანამშრომლობას შერეული რეალობის პლატფორმის შესაქმნელად. ამის შესახებ ოთხშაბათს გამართულ ღონისძიება Galaxy Unpacked-ზე გახდა ცნობილი. Samsung-ის, Qualcomm-ისა და Google-ის წარმომადგენლები ერთდროულად გამოვიდნენ სცენაზე თანამშრომლობის დაანონსებისთვის. ფოტოს წყარო: Billetto Editorial/unsplash.com ჯერჯერობით უცნობია, უკვე მუშავდება თუ არა რაიმე კონკრეტული პროდუქტი და როდის იქნება ხელმისაწვდომი შესაბამისი პროდუქცია ან სერვისი. Samsung-ის მობილური განყოფილების ხელმძღვანელ TM Roh-ს თქმით განცხადება ჯერჯერობით დეკლარაციულ ხასიათს ატარებს. დამატებითი რეალობის ტექნოლოგიაში გაერთიანებულია როგორც AR, ისე VR. სამი კომპანიის თანამშრომლობის შედეგად შესაძლებელი იქნება მართლაც მოწინავე პროდუქტების შექმნა. კერძოდ, მსგავსი ტექნოლოგიები მხარდაჭერილია Meta Quest 2-ისა და Quest Pro-ს მსგავს ჰედსეტებში, მოსალოდნელია, რომ მსგავსი ფუნქციონალი ექნება Apple-ის მზადებაში არსებულ ჰედსეტს. განცხადება გაკეთდა სხვადასხვა ტიპის ჰედსეტის ტექნოლოგიების მიმართ მზარდი ინტერესის ფონზე. Apple-ისგან მოსალოდნელია 3 ათასი აშშ დოლარი ღირებულების შერეული რეალობის ჰედსეტის გამოშვება 2023 წელს, Sony PlayStation VR2-ისა და HTC Vive XR Elite-ის წარდგენა კი მიმდინარე თვეშია მოასლოდნელი. Google-მა გასულ წელს განაცხადა, რომ მუშაობს AR-სათვალეზე, Meta Quest 3-ის წარდგენა კი წლის ბოლომდე უნდა მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ Samsung-ს ბოლო დრომდე არ გაუკეთებია განცხადებები ამ მიმართულებით, კომპანია ამტკიცებს, რომ მოთხოვნის ზრდამ აიძულა ხელმძღვანელობა - სერიოზულად განეხილა ახალი გეგმები და ჩაეტარებინა კვლევები ამ სფეროში. კომპანიამ ამჟამად მიაღწია "გარკვეულ ზღვარს". ფოტოს წყარო: Giu Vicente/unsplash.com Samsung, Google და Qualcomm უკვე თანამშრომლობენ სმარტფონების მიმართულებით. XR-ჰედსეტის შექმნისას Google და Qualcomm ანალოგიურ ფუნქციებს შეასრულებენ - ერთი გამოუშვებს პროგრამულ უზრუნველყოფას, მეორე - ჩიპსეტებს, Samsung კი რეკომენდაციას გაუწევს "რედაქტირებას" საჭიროებიდან გამომდინარე. Qualcomm იყო ბოლო დროის თითქმის ყველა ძირითადი AR და VR პროექტისთვის ჩიპების მომწოდებელი. კომპანია ასევე მუშაობს Microsoft-თან AR სათვალის სამომავლო აპარატული უზრუნველყოფისა და Meta-სთან ახალი ჰედსეტის შესაქმნელად. ორი წლის წინ Samsung-მა და Google-მა გამოაცხადეს თანამშრომლობა Wear OS-ის შემდეგი თაობის სმარტ საათების შესაქმნელად, რის შედეგადაც გამოვიდა Galaxy Watch 4 და Google Pixel Watch. მიუხედავად იმისა, რომ ახალი თანამშრომლობა ფუნდამენტურად განსხვავებულია, კომპანიებს შორის ნდობით აღჭურვილი ურთიერთობები დიდი ხანია დამყარებულია. Samsung-ის ახალი გეგმები გამოცხადდა ახალი Galaxy Book ლეპტოპებისა და ფლაგმანური Galaxy S23 სერიის სმარტფონების პრემიერის ფონზე, რომლებიც უკვე ხელმისაწვდომია წინასწარი შეკვეთისთვის რამდენიმე ქვეყანაში. https://tinyurl.com/bdhxayxb Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.