Magdalena Posted January 30, 2023 Posted January 30, 2023 კომპანია SpaceX-მა მორიგი რეკორდული მისია შეასრულა - რაკეტა Falcon 9-მ ორბიტაზე გაიტანა 56 Starlink თანამგზავრი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მისიაში მონაწილე რაკეტის პირველი ეტაპისთვის ეს იყო მეცხრე ფრენა. ფოტოს წყარო: SpaceX ამ დრომდე Falcon 9-მ რვაჯერ წაიღო კოსმოსში სხვადასხვა სახის ტვირთი, მათ შორის მოხდა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების ეკიპაჟის წაყვანა Crew-3 და Crew-4 მისიების ფარგლებში, რომლებიც შედგა 2021 წლის ნოემბერსა და 2022 წლის აპრილში, შესაბამისად. SpaceX-ის მონაცემებით 56 თანამგზავრი Starlink 2.0 ჯამში იწონის 17.4 ტონას. რაკეტა ათწუთიანი შეყოვნების შემდეგ აფრინდა კეიპ კანავერალიდან 04:32 საათზე სტანდარტული აღმოსავლური დროით 26 იანვარს. პირველი დონე რაკეტას გამოეყო აფრენიდან დაახლოებით 2 წუთისა და 30 წამის შემდეგ და დაიწყო კონტროლირებადი დაბრუნება დედამიწაზე. გაშვებიდან 8 წუთისა და 40 წამის შემდეგ იგი დაეშვა ავტონომიურ ხომალდ Just Read the Instructions-ზე, ფლორიდის სანაპიროზე. გამწევი ნაწილები ატლანტის ოკეანში ჩავარდა, მათ ამოიღებენ და ახალ მისიებში გამოიყენებენ. სტარტიდან 55 წუთის შემდეგ SpaceX-მა დაადასტურა, რომ თანამგზავრების ორბიტაზე გაყვანა წარმატებით შესრულდა. ამ მორიგი გაშვების შედეგად თანამგზავრები მორიგი ნაკადი დაემატა Starlink-ის ქსელს, რომელიც ინტერნეტით უზრუნველყოფს მომხმარებლებს მსოფლიოს ბევრ რეგიონში. ქსელი უკვე მოიცავს 3400-ზე მეტ სამუშაო ობიექტს და მათი რაოდენობა კიდევ გაიზრდება. ცნობილია, რომ კომპანიის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ილონ მასკმა უკვე მიიღო Starlink-ის 7500 თანამგზავრის გაშვების ნებართვა და კიდევ 30000-ის გაშვების თხოვნაზე გააკეთა განაცხადი. ზემოთხსენებული ფრენა SpaceX-ისთვის წელს მეექვსე იყო, ჯამში კი - 205-ე. თუ კომპანია ტემპის შენარჩუნებას შეძლებს, იგი 2022 წლის აბსოლუტურ რეკორდს მოხსნის - გასულ წელს კომპანიამ განახორციელა 61 ფრენა და ამ მაჩვენებლით უკან მოიტოვა ყველა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურა. https://tinyurl.com/yckrbdt2 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.