Magdalena Posted January 21, 2023 Posted January 21, 2023 Samsung Galaxy S23 სერიის სმარტფონების ანონსის მოლოდინში, რომელიც 1 თებერვალს გაიმართება, Winfuture.de-მ გამოაქვეყნა სამომავლო Galaxy S23 და S23+ მოდელების ოფიციალური მახასიათებლები. ფოტოს წყარო: Winfuture როგორც ამ დრომდე იყო ცნობილი, Samsung Galaxy S23-სა და Galaxy S23+-ს ექნება გამარტივებული დიზაინი, რაც წინა თაობის მოდელების ევოლუციას წარმოადგენს. ძირითადი განსხვავება შეეხო უკანა კამერების დიზაინს. ტექნიკურ მახასიათებლებს რაც შეეხება, Galaxy S23-სა და Galaxy S23+-ს ექნება AMOLED დისპლეი Infinity-O დიაგონალით 6.11 და 6.6 დუიმი, შესაბამისად. დისპლეების გაფართოებაა 2340 × 1080 პიქსელი (Full HD+), თუმცა პიქსელების სიმჭიდროვე განსხვავდება - 425 ppi აქვს Galaxy S23-ს, 393 ppi - Galaxy S23+-ს. ორივე მოდელს აქვს ავტომატურად რეგულირებადი კადრის განახლების სიხშირე 48-დან 120 ჰერცამდე, მუდმივად აქტიური დისპლეის ფუნქცია (Always-On Display), აგრეთვე ტექნოლოგია HDR10+. დისპლეების ნაკაწრებისგან დაცვას უზრუნველყოფს Corning Gorilla Glass Victus 2. Galaxy S23 სერიის სმარტფონები დამყარებულია ჩიპზე Snapdragon 8 Gen 2. Galaxy S23 და Galaxy S23+ მოდელებს ექნება 8 გბ LPDDR5X ოპერატიული მეხსიერება, აგრეთვე 128 ან 256 გბ ფლეშ-მეხსიერება S23-ის შემთხვევაში და 256 ან 512 გბ - S23+ მოდელში. სმარტფონებს არ ექნება microSD სლოტი. ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილ ყველა Galaxy S23 მოდელს ექნება ორი ფიზიკური NanoSIM ბარათის, აგრეთვე eSIM-ის მხარდაჭერა. Galaxy S23-სა და S23+-ს ექნება 50 მპ ძირითადი კამერა f/1.8 დიაფრაგმით და 23 მმ ეკვივალენტური ფოკუსური დაშორებით, 85° ხედვის კუთხით და Dual Pixel ავტოფოკუსირებით. სმარტფონების უკანა მხარეს ასევე განთავსებულია სუპერფართოკუთხიანი 12-მეგაპიქსელიანი კამერა f/2.2 დიაფრაგმით, 13 მმ ეკვივალენტური ფოკუსური დაშორებით და 120° ხედვის კუთხით, აგრეთვე 10-მეგაპიქსელიანი კამერა ოპტიკური ზუმით, f/ 2.4 დიაფრაგმით, 69 მმ ეკვივალენტური ფოკუსური დაშორებით და 36° ხედვის კუთხით. ორივე სმარტფონს აქვს 12-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა ავტოფოკუსით, f/2.2 დიაფრაგმით, 25 მმ ეკვივალენტური ფოკუსური დაშორებით და 80° ხედვის კუთხით. Galaxy S23-ს აქვს 3900 მა/სთ მოცულობის ბატარეა სწრაფი სადენიანი 25-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით, Galaxy S23+-ის ბატარეის მოცულობაა 4700 მა/სთ და აქვს 45-ვატიანი სადენიანი დამუხტვა. ორივე მოდელს გააჩნია 10-ვატიანი უსადენო დამუხტვის მხარდაჭერა, აგრეთვე აქსესუარების, მაგალითად უსადენო ყურსასმენის, დამუხტვის შესაძლებლება. სმარტფონების მახასიათებლებში ასევე შედის Wi-Fi 6E, Bluetooth 5.3, NFC, ეკრანზე არსებული თითის ანაბეჭდის სკანერი და Dolby Atmos-ის მხარდაჭერის მქონე ორი სტერეო დინამიკი. გარდა ამისა, S23+-ს აქვს UWB მოდული. https://tinyurl.com/2898yctp Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.