Magdalena Posted January 20, 2023 Posted January 20, 2023 მე-13 თაობის Intel Core პროცესორებისა და NVIDIA GeForce RTX 40 სერიის ვიდეო ბარათების მქონე, MSI-ს გეიმინგ ლეპტოპების ფასი 4700 აშშ დოლარს აღწევს. ასეთი ცნობები გააზიარა მსხვილმა ამერიკულმა საცალო სავაჭრო ორგანიზაცია Microcenter-მა და გამოაქვეყნა გეიმინგ ლეპტოპების ახალი მოდელების ფასები. ფოტოს წყარო: MSI ფლაგმანურ გეიმინგ ლეპტოპ GT77HX Titan-ს აქვს 24-ბირთვიანი პროცესორი Core i9-13980HX, 64 გბ DDR5-5600 ოპერატიული მეხსიერება, 2 ტბ SSD და ვიდეო ბარათი GeForce RTX 4090 16 გბ. მისი ფასი 4700 აშშ დოლარს შეადგენს. GE78HX Raider მოდელის შეძენა შესაძლებელია 4 ათას აშშ დოლარად. Titan-ისგან ეს მოდელი განსხვავდება კორპუსით, აგრეთვე Mini-LED ეკრანით, მისი გაფართოებაა 1440p (4K-ს ნაცვლად), კადრის განახლების სიხშირე - 240 ჰერცი. GE78HX Raider-ში წარმოდგენილია RTX 4080 გბ. გარდა ამისა, ამ ლეპტოპს ექნება Titan-თან შედარებით ნელი DDR5 ოპერატიული მეხსიერების მოდულები. ფოტოს წყარო: VideoCardz / Microcenter საშუალო სეგმენტის ლეპტოპები წარმოდგენილი იქნება GeForce RTX 4070 8 გბ ვიდეო ბარათით. მოდელი MSI Pulse 15, რომელსაც აქვს Core i7-13700H, 32 გბ DDR5-5200 ოპერატიული მეხსიერება და 1 ტბ SSD, შეფასებულია 1700 აშშ დოლარად. ალტერნატივის სახით 1500 აშშ დოლარად შემოთავაზებულია ვერსია GeForce RTX 4060 8 გბ-ით. MSI-ს გეიმინგ ლეპტოპებს შორის ყველაზე დაბალფასიანია 1200 აშშ დოლარიანი Katana 15. მასში მოცემულია Core i7-12650H ან Core i7-13620H, აგრეთვე GeForce RTX 4060 ან GeForce RTX 4050. დაუდასტურებელი ინფორმაციით საცალო ქსელები 1 თებერვლიდან დაიწყებენ GeForce RTX 40 სერიის გრაფიკული ბარათების მქონე ლეპტოპებზე წინასწარ შეკვეთების მიღებას. თუმცა ლეპტოპების რეალური მიწოდება არ დაიწყება 8 ან 22 თებერვლამდე, ლეპტოპის მოდელის მიხედვით. https://tinyurl.com/5n7yu3b7 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.