Magdalena Posted January 20, 2023 Posted January 20, 2023 კომპანია Apple-მა წარადგინა განახლებული 14- და 16-დუიმიანი MacBook Pro ლეპტოპები, რომლებიც აგებულია ახლახანს წარმოდგენილ M2 Pro და M2 Max პროცესორებზე. ახალი მოწყობილობები გამოირჩევა ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობით და წინამორბედებთან შედარებით უფრო მაღალი წარმადობით, აგრეთვე ახალი Wi-Fi 6E სტანდარტის მხარდაჭერით. ფოტოს წყარო: Apple ახალ MacBook Pro-ში მოცემულია M2 Pro ჩიპი 10 ან 12 გამომთვლელი ბირთვით კონფიგურაციის შესაბამისად, ექვსი ან რვა მათგანი მაღალი წარმადობისაა, კიდევ ოთხი - ენერგოეფექტური. ინტეგრირებულ გრაფიკულ პროცესორს აქვს 16 ან 19 ბირთვი კონფიგურაციის მიხედვით. Apple-ის განცხადებით, ეს CPU 20%-ით უფრო მაღალი წარმადობისაა, ვიდრე წინა M1 Pro, GPU კი უზრუნველყოფს წარმადობის 30%-მდე ზრდას. თუ შევადარებთ Intel-ის ბაზაზე აგებულ MacBook Pro-ს, საშუალოდ 2.5-ჯერ ზრდა ფიქსირდება. ახალი MacBook Pro-ების უფრო მაღალი კონფიგურაციები დამყარებულია კიდევ უფრო მძლავრ Apple M2 Max პროცესორზე, რომელსაც ასევე აქვს 12 ბირთვი, მაგრამ ორჯერ მძლავრი, 38-ბირთვიანი GPU. M1 Max-თან შედარებით იგი უზრუნველყოფს წარმადობის 30%-მდე ზრდას, ხოლო Intel-ზე დამყარებულ MacBook Pro-სთან შედარებით ახალი მოდელები შეიძლება იყოს 6-ჯერ უფრო სწრაფი, კერძოდ, Cinema 4D-ში რენდერინგის დროს. ახალ ლეპტოპებში წარმოდგენილია 14.2- და 16.2-დუიმიანი Liquid Retina XDR დისპლეი გაფართოებით 3024 × 1964 და 3456 × 2234 პიქსელი, შესაბამისად. ეკრანების მაქსიმალური სიკაშკაშეა 1600 კდ/მ2, კადრის განახლების სიხშირე - 120 ჰერცამდე (დინამიური სიხშირე იცვლება გამოყენების მიმდინარე სცენარის შესაბამისად). M2 Pro-ზე აგებულ მოდელებს ექნება 16 ან 32 გბ ოპერატიული სიხშირე 200 გბ/წმ სიჩქარით, M2 Max ჩიპის მქონე მოდელებს კი 32, 64 ან 96 გბ ოპერატიული მეხსიერება 400 გბ/წმ სიჩქარით. SSD-ის მოცულობაა 512 გბ-დან 8 ტბ-მდე. ყველა კონფიგურაციას გააჩნია 16-ბირთვიანი ნეიროპროცესორი (თავად M2 Pro-ს ან M2 Max-ის შემადგენლობაში), რომელიც განკუთვნილია ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობისთვის. უსადენო დაკავშირებაზე პასუხისმგებელია Wi-Fi 6E მოდული და Bluetooth 5.3. ხელმისაწვდომია სამი პორტი Thunderbolt 4 (USB Type-C), SDXC სლოტი, 3.5-მილიმეტრიანი აუდიო კონექტორი და HDMI 2.1 პორტი 8K@60 და 4K@240 მხარდაჭერით. კვებისთვის გამოიყენება MagSafe 3 67, 96 ან 140 ვატი სიმძლავრის დამუხტვის მხარდაჭერით. Apple-ის თქმით 16-დუიმიანი MacBook Pro-ს ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობაა 22 საათამდე, 14-დუიმიანის - 18 საათამდე. წარმოდგენილი MacBook Pro-ებიდან ყველაზე დაბალფასიანი მოდელი შეფასებულია 1999 აშშ დოლარად, ამ ფასად მომხმარებელი მიიღებს 14-დუიმიან ვერსიას custom-იზებული Apple M2 Pro ჩიპით (10-ბირთვიანი CPU და 16-ბირთვიანი GPU), მას ექნება 16 გბ ოპერატიული მეხსიერება და 512 გბ SSD. 16-დუიმიანი მოდელის ფასები იწყება 2499 აშშ დოლარიდან. მასაც აქვს M2 Pro ჩიპი, თუმცა 12-ბირთვიანი CPU და 19-ბირთვიანი GPU. M2 Max პროცესორის მქონე ყველაზე დაბალფასიანი MacBook Pro-ს (14 დუიმი) ფასია 3099 აშშ დოლარი, ყველაზე ძვირადღირებულის - 6499 აშშ დოლარი (16-დუიმიანი მოდელი, მეხსიერებისა და პროცესორის მაქსიმალური კონფიგურაციით). https://tinyurl.com/ezrr97eb Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.