Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

AMD Epyc Bergamo ქლაუდ-პროცესორების გამოშვება დაგეგმილია მიმდინარე წლის პირველ პერიოდში. Zen 4 ბირთვების custom-იზებული ვარიანტის (Zen 4c) წყალობით მათში წარმოდგენილი იქნება 128-მდე ბირთვი თითო სოკეტში გამოთვლითი ინტენსიური ქლაუდ სერვერებისთვის. Arm-ის ბაზაზე შექმნილმა პროდუქტებმა, როგორებიცაა Graviton და Ampere, AMD-ს უბიძგა შეემუშავებინა სპეციალური ჩიპები ამ სეგმენტისთვის. Bergamo პირველი პროცესორია ამ ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მოიცავს 128-მდე Zen 4c ბირთვს სოკეტზე. 

image.jpeg 

Bergamo Genoa-სგან განსხვავდება მხოლოდ მესამე დონის შემცირებული ქეშ-მეხსიერებითა და უფრო დაბალი ტაქტის სიხშირეებით. პროცესორს აქვს AVX2-ის მხარდაჭერა და, რაც გასაკვირისია, AVX512-ისაც, თუმცა შესრულების უფრო ხანგრძლივი დროით. Zen 4-ის სტანდარტულ CCD-მატრიცა (Charge-coupled device) შეიცავს 32 მბ L3 ქეშს, Zen 4c-ის CCD-მატრიცას ორჯერ ნაკლები რაოდენობა აქვს და შეადგენს 256 მბ-ს ფლაგმანურ 128-ბირთვიან პროცესორ Epyc 9754-ში. SRAM კრისტალი გამოიყენება დამატებითი CCD-მატრიცის განთავსებისთვის. 

image.jpeg 

რადგანაც Genoa და Bergamo იდენტურ არქიტექტურასა და ინსტრუქციებს იყენებენ, ისინი სრულიად თავსებადია პლატფორმებთან, რომლებშიც გამოყენებულია SP5 კონექტორი და მიკროსქემების ნაკრები Promontory. შესაბამისად, მეხსიერებისა და input/output-ის მხარდაჭერა იგივეა, რაც Genoa-ს შემთხვევაში.  

image.jpeg 

საინტერესოა, რომ Epyc 9754-ს აქვს 360 ვატი TDP (იმდენივე, რაც 96-ბირთვიან Genoa-ს), ეს მნიშვნელოვანი ბარიერია 128-ბირთვიანი პროცესორისთვის, რომლის მაქსიმალური ტაქტის სიხშირე მხოლოდ 3.1 გჰც-ია. 

image.jpeg 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.