Magdalena Posted January 10, 2023 Posted January 10, 2023 Lenovo-მ საზოგადოებას ThinkPhone სერიის პირველი სმარტფონი წარუდგინა. მოწყობილობა შეიქმნა Motorola-სთან ერთად და პოზოციონირებს ThinkPad ლეპტოპების კომპანიონად კორპორატიულ სეგმენტში. ახალი სმარტფონის საცალო გაყიდვები მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება. ფოტოს წყარო: GSM Arena ThinkPhone-ს აქვს 6.6-დუიმიანი OLED-დისპლეი 2400 × 1080 პიქსელი გაფართოების მხარდაჭერით და 144 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. მხარდაჭერილია ვიდეოს გაშვება HDR10+ ფორმატში. მექანიკური დაზიანებებისგან დისპლეი დაცულია Gorilla Glass Victus-ით. სმარტფონის კორპუსი დამზადებულია IP68 და MIL-STD-810H საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც იმას ნიშნავს, რომ მოწყობილობა გაუძლებს 1.25 მეტრი სიმაღლიდან დაცემას და წყალში 1.5 მეტრზე ჩაძირვას 30 წუთის განმავლობაში. დისპლეის ზედა ნაწილში მოცემულია ჭრილი, რომელშც დაყენებულია 32-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა ავტოფოკუსირების მხარდაჭერით. ძირითადი კამერა მოთავსებულია სწორკუთხა ბლოკში და მოცემულია კორპუსის უკანა მხარეს. კამერების ბლოკში წარმოდგენილია 50-მეგაპიქსელიანი სენსორი, სუპერფართოკუთხიანი 14-მეგაპიქსელიანი კამერა და 2-მეგაპიქსელიანი სიღრმის სენსორი. აპარატულ საფუძვლად სმარტფონს უდევს რვაბირთვიანი მიკროპროცესორი Qualcomm Snapdragon 8+ Gen 1 (ერთი ბირთვი Cortex-X2 სიხშირით 3.0 გჰც, სამი ბირთვი Cortex-A710 სიხშირით 2.5 გჰც და ოთხი Cortex-A510 სიხშირით 1.8 გჰც). კონფიგურაციის მიხედვით მოწყობილობას ექნება 8 ან 12 გბ ოპერატიული და 128, 256 ან 512 გბ შიდა მეხსიერება. ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა 68-ვატიანი სადენიანი და 15-ვატიანი უსადენო დამუხტვის მხარდაჭერით. ThinkPhone-ში დაყენებული იქნება Microsoft 365 აპლიკაციები, Outlook და Teams. მხარდაჭერილია ლეპტოპ ThinkPad-თან სინქრონიზაცია Wi-Fi-ს მეშვეობით, რისი წყალობით მომხმარებელი გამოიყენებს მოწყობილობებს შორის ფაილების გაცვლის საერთო ბუფერს. კორპორატიულ სეგმენტზე ორიენტირება ხაზგასმულია უსაფრთხოების დაცვის მთელი რიგი ფუნქციებით. დამოუკიდებელი პროცესორი Moto KeySafe ინახავს PIN-კოდებს, პაროლებს, კრიპტოგრაფიულ გასაღებებსა და სხვა კონფიდენციალურ მონაცემებს არასანქცირებული წვდომისგან დაცვის მიზნით. მხარდაჭერილია ფუნქციები Moto OEMConfig და Moto Device Manager, რაც საშუალებას მისცემს კორპორატიულ IT-ადმინისტრატორებს დისტანციურად დააკონფიგურირონ მომხმარებლის მოწყობილობები. მხარდაჭერილია Motorola Ready For ფუნქცია, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, სმარტფონი აქციოს დესკტოპ კომპიუტერად მონიტორის, კლავიატურის და მაუსის შეერთებით. ThinkPhone-ის ფასი ჯერ არ გახმაურებულა. სმარტფონის საცალო გაყიდვები უახლოეს თვეებში უნდა დაიწყოს, თუმცა მისი გამოჩენა ჩვეულებრივ მაღაზიებში ნაკლებად მოსალოდნელია. https://tinyurl.com/yc6hkf68 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.