Jump to content

Recommended Posts

Posted

გამოფენა CES 2023-ზე სიტყვით გამოსვლისას AMD-ის ხელმძღვანელმა Lisa Su-მ მობილური გრაფიკის სფეროს სიახლეებს დიდი დრო არ დაუთმო, თუმცა ეს პრემიერა დიდი ხანია მოსალოდნელი იყო. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გამოვა ლეპტოპები, რომლებშიც წარმოდგენილი იქნება RDNA 3 არქიტექტურაზე დამყარებული Radeon RX 7000 სერიის მობილური გრაფიკა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AMD, YouTube 

სერიის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია Radeon RX 7600M XT, რომელსაც აქვს 32 ბლოკი RDNA 3 არქიტექტურით, 128-ბიტიანი მეხსიერების სალტე და 8 გბ GDDR6 მეხსიერება. უშუალოდ გრაფიკული პროცესორი დამზადებულია 6-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით, 75-დან 120 ვატამდე კონფიგურირებადი TDP-ის დონე კი ლეპტოპების მწარმოებლებს საშუალებას მისცემს ამ გრაფიკის ბაზაზე აწარმოონ სისტემების სხვადასხვა მოდიფიკაცია. 

როგორც AMD აცხადებს, GeForce RTX 3060 6 გბ-სთან შედარებით წარმოდგენილი Radeon RX 7600M XT უზრუნველყოფს 22%-დან 31%-მდე უპირატესობას 1080p-ზე ოთხი პოპულარული თამაშის არჩევანში. Radeon RX 7600M XT-ზე დამყარებული პირველი ლეპტოპები Ryzen 9 7945HX პროცესორთან ერთად ბაზარზე მომავალ თვეში გამოჩნდება. 

image.png 

ფოტოს წყარო: AMD 

ხსენებული გრაფიკული ამაჩქარებლის შემდეგ მოდის Radeon RX 7600M, Radeon RX 7700S და Radeon RX 7600S, ბოლო ორის TDP-ის დონე 100 ვატამდეა. უფროსი Radeon RX 7700S მოდელი Radeon RX 6700S-ს თამაშებში 1080p გაფართოებაზე სიჩქარით საშუალოდ 29%-ით აღემატება. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.