Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია ASUS-მა Noctua-სთან თანამშრომლობის ფარგლებში წარადგინა ვიდეო ბარათი GeForce RTX 4080 Noctua OC Edition. მისი განსაკუთრებულობა გაგრილების სისტემაში მდგომარეობს, რომლის შემადგენლობაში გამოყენებულია ორი საფირმო 120-მილიმეტრიანი ქულერი Noctua NF-A12x25 PWM. კომპანია ახალ ვიდეო ბარათს უწოდებს ჰაერით გაგრილების მქონე GeForce RTX 4080-ის ყველაზე უხმაურო ვერსიას ბაზარზე.  

image.jpeg 

ფოტოს წყარო: ASUS 

კომპანიას არ გაუზიარებია ვიდეო ბარათის სრული ტექნიკური მახასიათებლები, კერძოდ, არ მიუთითა 9728 CUDA ბირთვის მქონე AD103 გრაფიკული პროცესორის სიხშირე, რომელიც ბარათს უდევს საფუძვლად. თუმცა ASUS-მა დაადასტურა, რომ ვიდეო ბარათს აქვს ორმაგი BIOS სისტემა უხმაურო და მაღალი წარმადობის სამუშაო რეჟიმებით. 

GeForce RTX 4080 Noctua OC Edition 4.3-სლოტიანია. ASUS-ის თქმით, ამაჩქარებლის გაგრილების სისტემა, რომლის შემადგენლობაში სხვა დანარჩენთან ერთად შედის ამაორთქლებელი კამერა, იმდენად ეფექტურია, რომ გრაფიკული პროცესორის მაქსიმალური ტემპერატურა 61.7 გრადუს ცელსიუსს არ აღემატება მაქსიმალური დატვირთვისას. ამასთან თავად გაგრილების სისტემა ძალიან ჩუმია. მის შემადგენლობაში შემავალ Noctua NF-A12x25 PWM ქულერებს სრული გაჩერების ფუნქცია აქვთ გრაფიკულ ქვესისტემაზე სერიოზული დატვირთვის არარსებობის შემთხვევაში. 

კომპანიას ჯერ არ გამოუცხადებია GeForce RTX 4080 Noctua OC Edition-ის გაყიდვაშ გამოსვლის თარიღი. 

Posted

უიმე დედა რა სიმახინჯეა, :lol2: გასაგებია რო გასაყიდად და ბაზრის დასაპყრობად არ შექმნილა ხელოვნების ეს ნიმუში, მარა მაინც შემეშინდა

პრინციპში ათენის მოსახლეობას ალბათ მოეწონება

 

 

Posted
5 minutes ago, david_888 said:

უიმე დედა რა სიმახინჯეა, :lol2: გასაგებია რო გასაყიდად და ბაზრის დასაპყრობად არ შექმნილა ხელოვნების ეს ნიმუში, მარა მაინც შემეშინდა

პრინციპში ათენის მოსახლეობას ალბათ მოეწონება

 

 

 

Fe-XWaIaAAA5HgI.jpg

Just now, Magdalena said:

 

Fe-XWaIaAAA5HgI.jpg

5090 ? :D

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.