Magdalena Posted December 24, 2022 Posted December 24, 2022 ახალი თაობის ვიდეო ბარათ Titan-ის პარალელურად ინტერნეტში გამოჩნდა ლეპტოპებისთვის განკუთვნილი RTX 40 ბარათების მონაცემები ფლაგმანური RTX 4090-ის ჩათვლით. დასახელდა GPU-ის ტაქტის სიხშირებეი და სიმძლავრის შეზღუდვა. სავარაუდოდ, RTX 4090-ის ენერგომოხმარება 175 ვატს აღწევს RTX 3080 Ti-ს მსგავსად. ეს ვიდეო ბარათი წარდგენილი იქნება ორ ვერსიად TGP-ის მაქსიმალური მაჩვენებლებით - 150 და 175 ვატი. მისი სიხშირე არწევს 2.04 გჰც-ს მაქსიმალურ კონფიგურაციაში, რაც თითქმის 0.5 გჰც-ით აღემატება წინა თაობის ფლაგმანს. RTX 4090: 150+25 ვტ ≈ 175 ვტ RTX 4080: 150+25 ვტ ≈ 175 ვტ RTX 4070: 115+25 ვტ ≈ 140 ვტ RTX 4060: 115+25 ვტ ≈ 140 ვტ RTX 4050: 115+25 ვტ ≈ 140 ვტ RTX 4080 გაცილებით ნელი იქნება. AD104 ჩიპზე დამყარებული მობილური ვიდეო ბარათის მაქსიმალური სიმძლავრეა 175 ვატი (150 ვტ + 25 ვტ Dynamic Boost). ნომინალური და გაზრდილი სიხშირეები შეადგენს 1.86 და 2.28 გჰც-ს, შესაბამისად. RTX 4070-სა და RTX 4060-ს მსგავსი მეხსიერება და TGP აქვთ: 8 გბ GDDR6 მეხსიერება და მაქსიმალური TGP – 140 ვატი (115 + 25 ვტ). RTX 4070-ის სიხშირეა 2.175 გჰც-მდე, RTX 4060-ის სიხშირე უცნობია. RTX 4060-სა და RTX 4050-ს ექნება 85-დან 115 ვატამდე TGP. სიხშირე 2.37 გჰც-ს აღწევს. ყველა ამ ვიდეო ბარათის წარდგენა შედგება გამოფენა CES 2023-ზე, წერს Videocardz. https://tinyurl.com/2mbdcyaz Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.