Magdalena Posted December 23, 2022 Posted December 23, 2022 სამომავლო Intel Raptor Lake-H პროცესორებზე დამყარებული IdeaPad Pro 5i 14 და IdeaPad Pro 5i 16 ლეპტოპების პარალელურად კომპანია Lenovo-მ წარადგინა IdeaPad Pro 5 14 და IdeaPad Pro 5 16 მოდელები, რომლებიც ასევე აგებულია AMD Ryzen 7000 სერიის მობილურ პროცესორებზე, რომელთა წარდგენა ჯერ არ შემდგარა. ფოტოს წყარო: Lenovo კომპანიამ ფაქტობრივად პირველად დაადასტურა ოფიციალურად AMD-ის რამდენიმე სამომავლო Zen 4 არქიტექტურის მობილური პროცესორის დასახელება. განახლებულ ლეპტოპ IdeaPad Pro 5 14-ის უმცროს მოდელში წარმოდგენილი იქნება Ryzen 5 7640HS, Ryzen 7 7735HS ან Ryzen 7 7840HS პროცესორების არჩევანი. ამ ჩიპების მახასიათებლები სავარაუდოდ გამოფენა CES 2023-ზე გამოცხადდება AMD-ის ღონისძიების ფარგლებში. ცნობილია, რომ პროცესორების ნაწილს ექნება ახალი თაობის მობილური გრაფიკა Radeon 700M. შეგახსენებთ, რომ Ryzen 6000 სერიის მობილურ პროცესორებში წარმოდგენილია Radeon 600M სერიის ინტეგრირებული გრაფიკა. IdeaPad Pro 5 14-ის მახასიათებლები ჯამში ძალიან ჰგავს Intel Raptor Lake-H-ზე დამყარებული IdeaPad Pro 5i 14-ისას. ძირითადი განსხვავებაა ის, რომ უმცროს მოდელში არ არის დისკრეტული ვიდეო ბარათის არჩევანის შესაძლებლობა. ლეპტოპს აქვს არჩევანის მხრივ დისპლეის ორი ვარიანტი: 14-დუიმიანი IPS ეკრანი გვერდების შეფარდებით 16:10, გაფართოებით 2880 × 1800 პიქსელი, კადრის განახლების სიხშირით 120 ჰერცი და 400 კდ/მ2 სიკაშკაშის მაჩვენებლით. ასევე მეორე ვარიანტი - 14-დუიმიანი IPS პანელი გვერდების შეფარდებით 16:10, გაფართოება - 2240 × 1400 პიქსელი, კადრის განახლების სიხშირე - 60 ჰერცი და სიკაშკაშე - 300 კდ/მ2. ორივე დისპლეის აქვს 100%-იანი sRGB ფერთა გამის მხარდაჭერა. უფროს მოდელ IdeaPad Pro 5 16-ს ზემოთხსენებული ჩიპის გარდა ასევე ექნება Ryzen 5 7535HS პროცესორის მქონე ვარიანტი. 16-დუიმიანი მოდელის გრაფიკაზე პასუხისმგებელია GeForce RTX 3050 6 გბ ან GeForce RTX 4050. ბოლო მათგანი ჯერ არ დაანონსებულა. IdeaPad Pro 5 16 მოდელს ექნება 16-დუიმიანი IPS დისპლეი გვერდების შეფარდებით 16:10, გაფართოება - 2560 × 1600 პიქსელი, კადრის განახლების სიხშირე - 120 ჰერცი, სიკაშკაშე - 350 კდ/მ2 და 100%-იანი sRGB ფერთა გამა. ორივე ლეპტოპს ექნება 16 ან 32 გბ LPDDR5 ან LPDDR5X ოპერატიული მეხსიერება და 512 გბ ან 1 ტბ SSD PCIe-ის მხარდაჭერა. მოწყობილობებზე ხელმისაწვდომია თითო USB 4.0, USB 3.2 Gen1 Type-C (PD+DP) და HDMI 2.1. გარდა ამისა, ლეპტოპებს ექნება ორი USB 3.2 Gen1 Type-A, თითო კომბინირებული 3.5 მმ აუდიოკონექტორი, მხარდაჭერილია Wi-Fi 6/6E და Bluetooth 5.1, მოცემულია ორი 2-2-ვატიანი დინამიკი და 75 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა. ახალი ლეპტოპები გაყიდვაში მომავალი წლის მაისში გამოვა, მათი საწყისი ფასი 1099 ევროს შეადგენს. https://tinyurl.com/yc2vybw5 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.