Magdalena Posted December 20, 2022 Posted December 20, 2022 ჩინურმა კომპანია Oppo-მ წარადგინა დასაკეცი დისპლეების მქონე სმარტფონები Find N2 და Find N2 Flip. პირველი მათგანი - ეს არის დიდი ფორმატის მოწყობილობა 5.54-დუიმიანი დამატებითი და 7.1-დუიმიანი ძირითადი ეკრანით. მეორე მათგანს აქვს 3.2-დუიმიანი გარე და 6.8-დუიმიანი შიდა მთავარი ეკრანი. ფოტოს წყარო: gsmarena.com Oppo Find N2 წინა თაობის მოდელთან შედარებით თხელია: 14.6 მმ დახურულ და 7.4 მმ გახსნილ მდგომარეობაში (წინამორბედის ზომებია 15.9 და 8.0 მმ, შესაბამისად). „ვეგანური ტყავის“ მქონე მოდელის წონა შეადგენს 233 გრამს, მატირებული თეთრისა და პიტნისფერი მწვანე მოდელის წონაა 237 გრამი - მათ მინის უკანა პანელი აქვთ. ფოტოს წყარო: gsmarena.com გაუმჯობესდა სახსარ Flexion-ის კონსტრუქცია: დეტალების რიცხვი შემცირდა 138-დან ასამდე, გამოყენებულ იქნა ნახშირბადის ბოჭკო და მაღალი ხარისხის შენადნობი. სმარტფონი გახდა უფრო მსუბუქი, დაკეცვის ზომა 67%-ით შემცირდა. სახსარი უზრუნველყოფს ეკრანის დახრილობას 45°-დან 125°-მდე ნებისმიერ პოზიციაში. შიდა 5.54-დუიმიანი დისპლეის გაფართოებაა 1080 × 2120 პიქსელი, იგი წინამორბედთან შედარებით უფრო განიერია - გვერდების შეფარდებაა 17.7:9 – 18:9-ს ნაცვლად, წინა მხარე კი შევიწროებულია ჩარჩოს შემცირების გამო. ეკრანი დაცულია მინით Gorilla Glass Victus, მხარდაჭერილია 1350 კდ/მ² და 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე. ფოტოს წყარო: gsmarena.com შიდა დისპლეი 7.1 დუიმია, გვერდების შეფარდებაა 9.6:9, გაფართოება - 1920 × 1792 პიქსელი. გამოყენებულია LTPO პანელი, რომელზეც მხარდაჭერილია კადრის განახლების სიხშირის დინამიური ცვლილება 1-დან 120 ჰერცამდე. მაქსიმალური სიკაშკაშე შეადგენს 1550 კდ/მ²-ს, სენსორული პანელი ორივე ეკრანზე მუშაობს 480 ჰერც სიხშირეზე. შიდა ეკრანის კითხვადობა გაიზარდა არეკვლის საწინააღმდეგო საფარის ხარჯზე. ორივე დისპლეიზე მხარდაჭერილია HDR10+ და აქვთ ფერის სენსორები გამოსახულების გარე პირობების მიხედვით რეგულირებისთვის. ფოტოს წყარო: gsmarena.com Oppo Find N2-ს აქვს სამი უკანა და ორი სელფი კამერა. ძირითად მოდულში მოცემულია 50-მეგაპიქსელიანი 1/1.56-დუიმიანი დიაფრაგმის მქონე სენსორი Sony IMX890 და 24-მილიმეტრიანი ობიექტივი გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაციით. სუპერფართოკუთხიან კამერას აქვს 48-მეგაპიქსელიანი 1/2- დუიმიანი სენსორი IMX581 14-მილიმეტრიანი ობიექტივითა და f/2.2 დიაფრაგმით. ხელმისაწვდომია ტელეობიექტივი 47 მმ ფოკუსური დაშორებით და RGBW ფილტრისა და f/2.0 დიაფრაგმის მქონე 32-მეგაპიქსელიანი 1/2.74-დუიმიანი IMX709 სენსორით. და ბოლოს, მოცემულია ორი იდენტური 32-მეგაპიქსელიანი სელფი-კამერა. ფოტოს წყარო: gsmarena.com კამერების მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელია ჩიპი MariSilicon X, რომელიც Oppo-მ შეიმუშავა Hasselblad-თან ერთად - მასში გამოყენებულია ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები. კომპანია მომხმარებლებს Oppo Find N2-ის განსაკუთრებული კონსტრუქციის გამოყენებას ასევე სთავაზობს გადაღებისადმი შემოქმედებითი მიდგომისთვის: შესაძლებელია მოულოდნელი რაკურსების არჩევა ან შტატივის შეცვლა ნაწილობრივ დაკეცილი პოზიციით. 67-ვატიანი დამტენი უზრუნველყოფს სრულ დამუხტვას 42 წუთში, ხოლო 37%-მდე მუხტის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ 10 წუთში. ბატარეის მოცულობაა 4520 მა/სთ, უსადენო დამუხტვის მოდული ხელმისაწვდომი არ არის. ფოტოს წყარო: gsmarena.com Oppo Find N2 მუშაობს პლატფორმა Snapdragon 8+ Gen 1-ზე, აქვს 12 ან 16 გბ ოპერატიული მეხსიერება და 256 ან 512 გბ UFS 3.1 ფლეშ-მეხსიერება შესაბამისად. სმარტფონი მუშაობს Android 13-ზე ColorOS 13 ინტერფეისით. კომპანია დუმს გაჯეტის ჩინეთის ფარგლებს გარეთ გაყიდვის გეგმებზე: ცნობილია, რომ 12/256 GB კონფიგურაციის მოდელის ფასი იქნება 8000 იუანი (1145 აშშ დოლარი) და 16/512 გბ-ისა - 9000 იუანი (1290 აშშ დოლარი). ფოტოს წყარო: wccftech.com Oppo Find N2 Flip-ს რაც შეეხება, Samsung Galaxy Z Flip 4-ისა და Moto RAZR 2022-ის ფონზე იგი გვთავაზობს უფრო დიდ, 3.62-დუიმიან გარე დისპლეის (382 × 720 პიქსელი). იგი გამოიყენება სელფისთვის, შეტყობინებების წაკითხვისა და ზოგიერთი პარამეტრის ცვლილებისთვის. შიდა 6.8-დუიმიანი AMOLED პანელის გაფართოებაა 1080 × 2520 პიქსელი და LTPO მატრიცა კადრის განახლების სიხშირის 1-დან 120 ჰერცამდე განახლების შესაძლებლობით. მხარდაჭერილია HDR10+, 97%-იანი DCI-P3, სიკაშკაშის მაჩვენებელია 1600 კდ/მ². კამერების გარე ბლოკში მოცემულია 50-მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა 1/1.56-დუიმიანი Sony IMX890 სენსორით და სუპერფართოკუთხიანი 8-მეგაპიქსელიანი, 112° ხედვის კუთხის მქონე IMX355 სენსორით. შიდა მხარეს განთავსებულია 32-მეგაპიქსელიანი სელფი-კამერა. გამოსახულების დამუშავებისთვის ამ შემთხვევაშიც გამოიყენება ჩიპი MariSilicon X. ფოტოს წყარო: wccftech.com სმარტფონი მუშაობს Dimensity 9000+ პლატფორმაზე და შემოთავაზებულია სამ კონფიგურაციად: 8/256, 12/256 და 16/512 გბ (LPDDR5/UFS 3.1). ბატარეის მოცულობა შეადგენს 4300 მა/სთ-ს, დამუხტვის სიმძლავრეა 44 ვატი - 34%-იანი დამუხტვა მიიღწევა 10 წუთში, 100%-ზე კი - თითქმის 1 საათში. გარე დისპლეი დაცულია Gorilla Glass 5 მინით. Oppo Find N2 Flip-ის წონაა 191 გრამი, სისქე - 16 მმ დაკეცილ მდგომარეობაში. Oppo-მ განაცხადა, რომ Find N2 Flip მოდელი გამოვა საერთაშორისო ბაზარზე, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ჩინეთის ფასებია ცნობილი: 6000 იუანი (860$) 8/256 გბ კონფიგურაციისთვის, 6400 იუანი (917$) 12/256 გბ და 7000 იუანი (1100$) - 16/512 გბ მოდელის შემთხვევაში. https://tinyurl.com/fwrtb4ve Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.