Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

NotebookCheck-ის ინფორმაციით კომპანია MSI გეგმავს Titan GT77 გეიმინგ ლეპტოპის განახლებული და გაუმჯობესებული ვერსიის გამოშვებას - მისი მოდიფიკაციები დამყარებული იქნება CPU Intel Raptor Lake-HX-სა და NVIDIA GeForce RTX 4000 მობილურ ვიდეო ბარათებზე, რომლის ოფიციალური ანონსი მოსალოდნელია იანვრის დასაწყისში დაგეგმილ ღონისძიება CES 2023-ზე.

ცნობილია, რომ ახალ Titan GT77-ს ექნება 17.3-დუიმიანი 4K დისპლეი 144 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით და 3 მილიწამი რეაგირების დროით. ეკრანის დამატებით უპირატესობად შეიძლება აღინიშნოს სერტიფიკაცია DisplayHDR1000 და 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამის მხარდაჭერა. შესაბამისად, sRGB 100%-ზე მეტი იქნება.

ცნობილია, რომ ლეპტოპის უფროს მოდიფიკაციებში წარმოდგენილი იქნება მობილური პროცესორი Intel Core i9 Raptor Lake. სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლებიდან აღსანიშნავია გაგრილების მოწინავე სისტემა - მასში მოცემული იქნება ოთხი ქულერი, დიდი რადიატორი და რვა სითბური მილი. CPU-სა და GPU-ის ჯამური TDP-ის დონე 250 ვატს მიაღწევს. ინსაიდერების ცნობით ლეპტოპის ბატარეის მოცულობაა 99 ვტ/სთ, მოწყობილობაში მხარდაჭერილი ექნება Wi-Fi 6E და Bluetooth 5.3, მექანიკური კლავიატურა Cherry MX გადამრთველებით და აუდიო სისტემა Dynaudio, რომელიც წარმოდგენილი იქნება ორი დინამიკითა და საბვუფერით.

https://tinyurl.com/3e9tved3

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.