Magdalena Posted December 1, 2022 Posted December 1, 2022 წარმოების პრობლემებისა და Foxconn-ის ჩინეთის ქარხანაში არეულობის ფონზე, რომელიც უშვებს iPhone 14 Pro-სა და Pro Max-ს, აშშ-ში შესაბამისი სმარტფონების მიწოდების დრო 37 დღემდე გაიზარდა, რაც ბევრად აღემატება iPhone 13 Pro-ს შარშანდელი მიწოდების ვადას. უფრო მეტიც, Counterpoint Research-ის თანახმად iPhone 14 Pro-ს პრემიერის დროსაც კი სმარტფონების მიწოდება ბევრად უფრო სწრაფად ხდებოდა. ექსპერტების აზრით iPhone 14 Pro-სა და Pro Max-ის მიწოდების დრო "მნიშვნელოვნად" გაიზარდა ყველა ბაზარზე. Changzhou-ში არსებული ქარხანა, რომლის საწარმოო პროცესი ზარალდება COVID-19-ითა და რეგიონში არსებული შესაბამისი კარანტინით, ასევე მუშების ნაწილის მიერ მოწყობილი არეულობებით, მოიცავს 200 ათას თანამშრომელს. არსებული მონაცემებით ერთ საწარმოში არსებულმა პრობლემებმა შეიძლება ძალიან უარყოფითი გავლენა იქონიოს როგორც Foxconn-ის, ასევე Apple-ის მუშაობაზე. Wedbush Securities-ის ექსპერტების აზრით iPhone-ის წარმოება მიმდინარე კვარტალში შეიძლება შემცირდეს 5%-ით ან თუნდაც 10%-ით, რაც დამოკიდებულია ქარხანაში არსებულ სიტუაციაზე ბოლო კვირებში. ფოტოს წყარო: Counterpoint Research მოსალოდნელია, რომ მხოლოდ ერთ წელიწადში წარმოების შეფერხების გამო Apple-ს ექნება დაახლოებით 6 მილიონი iPhone Pro-სა და Pro Max-ის დანაკლისი. Foxconn-ი ელის, რომ 2023 წლის დასაწყისში გაზრდილი მიწოდებით არსებული პრობლემების კომპენსირებას მოახდენს, მაგრამ არ არის ცნობილი, მოისურვებენ თუ არა მომხმარებლები ახალი სმარტფონების დიდი მოცულობით შეძენას სადღესასწაულო სეზონის დასრულების შემდეგ. მიმდინარე წელს iPhone Pro მოდელებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება Apple-ისთვის იმის გამო, რომ დაბალი მოთხოვნაა კლასიკურ iPhone 14 მოდელზე. Counterpoint-მა დაადგინა, რომ Apple-ის სტანდარტული მოდელების მიწოდების დრო მცირეა - სამ დღეზე ნაკლები. დაბალი მოთხოვნის გამო კომპანიას მოუწია შეცვალოს თავისი გეგმები ჩვეულებრივი სმარტფონების წარმოების მხრივ. https://tinyurl.com/3sx5s4mp Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.