Jump to content

Recommended Posts

Posted

Twitter-ის ახალმა მფლობელმა და ხელმძღვანელმა ლონ მასკმა დაუშვა, რომ იძულებული იქნება შექმნა და გამოუშვას საკუთარი სმარტფონი, თუ Apple და Google გადაწყვეტენ სოციალური ქსელის აპლიკაციის ამოღებას App Store-დან და Play Store-დან, შესაბამისად. 

image.jpeg 

ეს განცხადება ბიზნესმემა თავის Twitter-ის ანგარიშზე გააკეთა ჟურნალისტ Liz Wheeler-ის პუბლიკაციის შემდეგ - მან განაცხადა, რომ ადამიანს, რომელიც „მარსისთვის რაკეტებს აწყობს“, App Store-დან და Google Play-დან Twitter-ის ამოღების შემთხვევაში, არ გაუჭირდება საკუთარი სმარტფონის გამოშვება. ამასთან, მისი აზრით, „ნახევარი ქვეყანა სიხარულით იტყვის უარს ჯაშუშობისკენ მიდრეკილ iPhone-ებსა და Android-ებზე“. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: twitter.com/elonmusk 

მასკმა არ გამორიცხა ასეთი ვარიანტი, თუმცა ის უკიდურეს ზომად მიიჩნია. „იმედი მაქვს, რა თქმა უნდა, საქმე აქამდე არ მივა, მაგრამ დიახ, თუ სხვა არჩევანი არ იქნება, ალტერნატიულ ტელეფონს შევქმნი“ - დაწერა Twitter-ის ხელმძღვანელმა. 

მას შემდეგ, რაც ოქტომბრის ბოლოს Twitter-ის ერთადერთი მფლობელი გახდა და სოციალურ ქსელს სათავეში ჩაუდგა, ილონ მასკმა მნიშვნელოვნად შეამცირა თანამშრომლების რაოდენობა - შემცირება შეეხო როგორც მენეჯერებს, ასევე ჩვეულებრივ მომუშავეებს. საქმე ბრიუსელში კომპანიის ოფისის დახურვამდეც კი მოვიდა და რეკლამის განმთავსებლებმა დაიწყეს უარის თქმა პლატფორმასთან თანამშრომლობაზე. ითვლება, რომ კონტენტის მოდერაციის პოლიტიკის შეცვლა გამოიწვევს კონფლიქტს Google-თან და Apple-თან - აპლიკაციების მაღაზიის მფლობელებმა შეიძლება ჩათვალონ, რომ Twitter და მისი მომხმარებელები არღვევენ მათ წესებს. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.