Magdalena Posted November 29, 2022 Posted November 29, 2022 Twitter-ის ახალმა მფლობელმა და ხელმძღვანელმა ილონ მასკმა დაუშვა, რომ იძულებული იქნება შექმნას და გამოუშვას საკუთარი სმარტფონი, თუ Apple და Google გადაწყვეტენ სოციალური ქსელის აპლიკაციის ამოღებას App Store-დან და Play Store-დან, შესაბამისად. ეს განცხადება ბიზნესმემა თავის Twitter-ის ანგარიშზე გააკეთა ჟურნალისტ Liz Wheeler-ის პუბლიკაციის შემდეგ - მან განაცხადა, რომ ადამიანს, რომელიც „მარსისთვის რაკეტებს აწყობს“, App Store-დან და Google Play-დან Twitter-ის ამოღების შემთხვევაში, არ გაუჭირდება საკუთარი სმარტფონის გამოშვება. ამასთან, მისი აზრით, „ნახევარი ქვეყანა სიხარულით იტყვის უარს ჯაშუშობისკენ მიდრეკილ iPhone-ებსა და Android-ებზე“. ფოტოს წყარო: twitter.com/elonmusk მასკმა არ გამორიცხა ასეთი ვარიანტი, თუმცა ის უკიდურეს ზომად მიიჩნია. „იმედი მაქვს, რა თქმა უნდა, საქმე აქამდე არ მივა, მაგრამ დიახ, თუ სხვა არჩევანი არ იქნება, ალტერნატიულ ტელეფონს შევქმნი“ - დაწერა Twitter-ის ხელმძღვანელმა. მას შემდეგ, რაც ოქტომბრის ბოლოს Twitter-ის ერთადერთი მფლობელი გახდა და სოციალურ ქსელს სათავეში ჩაუდგა, ილონ მასკმა მნიშვნელოვნად შეამცირა თანამშრომლების რაოდენობა - შემცირება შეეხო როგორც მენეჯერებს, ასევე ჩვეულებრივ მომუშავეებს. საქმე ბრიუსელში კომპანიის ოფისის დახურვამდეც კი მოვიდა და რეკლამის განმთავსებლებმა დაიწყეს უარის თქმა პლატფორმასთან თანამშრომლობაზე. ითვლება, რომ კონტენტის მოდერაციის პოლიტიკის შეცვლა გამოიწვევს კონფლიქტს Google-თან და Apple-თან - აპლიკაციების მაღაზიის მფლობელებმა შეიძლება ჩათვალონ, რომ Twitter და მისი მომხმარებელები არღვევენ მათ წესებს. https://tinyurl.com/2ma4xmrt Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.