Jump to content

Recommended Posts

Posted

იაპონურ კომპანია Ispace-ის მთვარის მოდულ Hakuto-R-ის გაშვება 28 ნოემბერს მოხდება. ამ მისიის წარმატებული რეალიზების შემთხვევაში ისტორიაში პირველად ჩვენი პლანეტის თანამგზავრზე განთავსდება კერძო კომპანიის მოდული. კოსმოსში სასარგებლო ტვირთის გატანისთვის გამოყენებული იქნება ამერიკულ კომპანია SpaceX-ის რაკეტა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Ispace 

მოდული Hakuto-R კოსმოსში გაეშვება რაკეტა Falcon 9-ის მეშვეობით, რომელიც ფლოდიაში არსებული კეიპ კანავერალის კოსმოსური საფრენი პლატფორმიდან აფრინდება. მთვარემდე მოგზაურობა გაგრძელდება რამდენიმე თვე - მომავალი წლის აპრილში Hakuto-R მთვარის ზედაპირზე უნდა დაეშვას. იაპონური მოდული მთვარეზე წაიღებს არაბთა გაერთიანებულ ემირატებში აწყობილ მინიატურულ როვერს, სახელწოდებით Rashid. მას გამოიყენებენ გარემოს შესწავლისთვის მაღალი გაფართოების კამერების, თერმოგამომსახველის და სხვა აღჭურვილობის მეშვეობით. 

image.jpeg 

პარალელურად მუშავდება მთვარის კიდევ რამდენიმე პროექტი. NASA-მ კონტრაქტი დადო კომპანია Intuitive Machines-თან მთვარის აპარატ Nova-C-ს გაგზავნასთან დაკავშირებით. ამ მისიის დაწყება 2023 წლის მარტისთვისაა დაგეგმილი, გარდა ამისა, კომპანია Astrobotic-ის მთვარის მოდული Peregrine კოსმოსში გაიგზავნება მომავალი წლის პირველ კვარტალში. ამ დროისთვის უცნობია, ამ მოწყობილობებიდან პირველი რომელი მიაღწევს მთვარის ზედაპირს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.