Jump to content

Recommended Posts

Posted

ყოველწლიურ ღონისძიება Snapdragon Summit 2022-ის ფარგლებში კომპანია Qualcomm Technologies-მა ოფიციალურად წარადგინა უახლესი, ყველაზე მაღალი დონის მობილური პლატფორმა Snapdragon 8 Gen 2. ეს პროცესორი საფუძვლად დაედება სხვადასხვა კომპანიის ფლაგმანურ სმარტფონებს, როგორებიცაა ASUS, Honor, iQOO, Motorola, OPPO, Sony, Xiaomi და სხვები. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: videocardz.com 

Snapdragon 8 Gen 2 მოიცავს რვაბირთვიან ცენტრალურ პროცესორს, რომელშიც ბირთვები სამ კლასტერადაა დაყოფილი. ყველაზე მძლავრ ბირთვ Kryo Prime-ის ტაქტის სიხშირეა 3.2 გჰც. შემდეგ სიმძლავრით მოდის ოთხი ბირთვი 2.8 გჰც სიხშირით, ბოლოს კი - სამი ენერგოეფექტური ბირთვი სიხშირით 2.0 გჰც. უნდა აღინიშნოს, რომ წინამორბედ ჰქონდა სამი მძლავრი და ოთხი ენერგოეფექტური ბირთვი ბოლო ორ კლასტერში. Qualcomm-ის თქმით ახალი CPU 35%-ით სწრაფი და 40%-ით უფრო ენერგოეფექტურია Snapdragon 8 Gen 1-ის პროცესორთან შედარებით. 

image.jpeg 

ახალ ჩიპს აქვს მოწინავე ხელოვნური ინტელექტის პროცესორი Hexagon, რომელიც Snapdragon 8 Gen 2-ზე მომუშავე სმარტფონებს საშუალებას აძლევს უკეთ გაუმკლავდნენ სხვადასხვა ენაზე ონლაინ-თარგმნას და ხმოვანი ბრძანებების აღქმას. კომპანიის მონაცემებით ახალი პლატფორმის ხელოვნური ინტელექტის ქვესისტემა უზრუნველყოფს 4.35-ჯერ მაღალ წარმადობას წინამორბედთან შედარებით. წარმოდგენილი პლატფორმა სიგნალის პროცესორის ხარჯზე თავსებადია 200-მეგაპიქსელიან Samsung ISOCELL HP3 სენსორთან, რომელიც სპეციალურად ოპტიმიზებულია ამ პროცესორზე. მხარდაჭერილია ხელოვნური ინტელექტით ფოტოებისა და ვიდეოების ხარვეზების ავტომატური გამოსწორების ფუნქცია. 

ღვნიშნავთ, რომ Snapdragon 8 Gen 2-ზე მხარდაჭერილია AV1 კოდეკი 8K HDR ვიდეოს გაშვების შესაძლებლობით 60 კადრი წამში სიჩქარეზე (თუმცა იგი 8K გადაღების საშუალებას მხოლოდ 30 FPS-ზე იძლევა).  განახლებული გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno უზრუნველყოფს 25%-ით მაღალ წარმადობას Snapdragon 8 Gen 1-თან შედარებით. ერთკრისტალიანი Snapdragon 8 Gen 2 პლატფორმები წარმოებული იქნება TSMC-ის მიერ 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებით. 

Snapdragon 8 Gen 2 არის ყველაზე მოწინავე მობილური პლატფორმა მეხუთე თაობის (5G) საკომუნიკაციო ქსელების მხარდაჭერით. 5G ქსელებში მუშაობას უზრუნველყოფს მოდემი Snapdragon X70 5G (მონაცემების ჩამოტვირთვის სიჩქარე 10 გბ/წმ-მდე, ატვირთვის - 3.5 გბ/წმ-მდე). დეველოპერებმა ასევე დანერგეს FastConnect 7800 ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რომელიც უზრუნველყოფს Wi-Fi 7 კავშირს მინიმალური შეყოვნებით და 5.8 გბ/წმ-მდე სიჩქარით. 

„ჩვენ ვცდილობთ მომხმარებლებს მეტის კეთების შესაძლებლობა მივცეთ, ამიტომ Snapdragon-ს ვქმნით მომხმარებლების ყველა ინტერესის გათვალისწინებით. Snapdragon 8 Gen 2 რევოლუციას მოახდენს ფლაგმანურ სმარტფონებში 2023 წელს“, - განაცხადა Qualcomm-ის ვიცე-პრეზიდენტმა და კომპანიის მობილური განყოფილების ხელმძღვანელმა კრის პატრიკმა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.