Jump to content

Recommended Posts

Posted

 

image.jpeg

Intel Raptor Lake HX სერიის კიდევ ერთი სამომავლო მობილური პროცესორი გამოჩნდა Geekbench-ის მონაცემთა ბაზაში - ეს არის Core i7-13700HX. მოდელის გამოჩენა მიგვანიშნებს, რომ მალე გამოვა არა მხოლოდ ძირითადი მობილური ხაზი, არამედ HX მოდელებიც, რომლებიც დამყარებულია დესკტოპ კრისტალებზე და დიდი წარმადობით გამოირჩევა. სიახლის შესახებ გვაცნობებს Wccftech. პროცესორი 16-ბირთვიანი და 24-ნაკადიანია ისევე, როგორც მისი დესკტოპ ვარიანტი Core i7-13700K. მოცემულია ორი კლასტერი - მაღალი წარმადობის და ენერგოეფექტური, თითოეულში შედის რვა ბირთვი. პროცესორი გამოჩნდა Lenovo-ს ლეპტოპის შემადგენლობაში, რომელსაც აქვს 16 გბ DDR5 ოპერატიული მეხსიერება და დისკრეტული მობილური ვიდეო ბარათი RTX 3070 Ti. როგორც ჩანს, GeForce RTX 40-ის მობილური სერია ვერ გამოვა ისე მალე, როგორც Intel-ის ახალი მობილური პროცესორები. 

image.png 

პროცესორის წარმადობის შესახებ მონაცემები ჯერ მიუწვდომელია, მოხდა გრაფიკის ტესტირება, თუმცა უნდა აღინიშნოს მაქსიმალური სიხშირე 5 გჰც, რომელზეც მუშაობდა Core i7-13700HX. გასულ თაობაში ასეთი სიხშირე გააჩნდა მხოლოდ Core i9-12900HX-სა და 12950HX-ს, HX სერიის Core i7 მოდელები გვთავაზობდნენ 4.8 გჰც-მდე სიხშირეს. მე-13 თაობის ახალი Core i7 ძალიან ჰგავს მე-12 თაობის Core i9-ს არა მხოლოდ ბირთვების რაოდენობითა და მაქსიმალური სიხშირით, არამედ მესამე დონის ქეშ-მეხსიერების 30 მბ მოცულობით. L2 ქეში კი მეტია და P-ბირთვზე 2 მბ-ს შეადგენს, რაც დაეჭვების გარეშე მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ წინაშეა ახალი Raptor Lake-ის წარმომადგენელი. 

ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გამოჩნდა კომპანია Razer-ის ლეპტოპი: კომპანია სერია Blade-ში ამზადებს 18-დუიმიან მოდელს 24-ბირთვიანი Intel Core i9-13900HX პროცესორით. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.