Magdalena Posted November 12, 2022 Posted November 12, 2022 GeForce RTX 4080 ვიდეო ბარათის გრაფიკული პროცესორის აჩქარება მხოლოდ 10 ვატი სიმძლავრის ლიმიტის გაზრდით წარმადობას 9%-მდე ზრდის. ამას მოწმობს უახლესი ცნობები, რომელთაც პორტალი VideoCardz ეყრდნობა. გარდა ამისა ქსელში გამოჩნდა მონაცემები ახალი ვიდეო ბარათის გეიმინგ წარმადობის შესახებ. ფოტოს წყარო: VideoCardz GeForce RTX 4080 ვიდეო ბარათი შემოწმდა 3DMark-ის სინთეტიკურ ტესტებში სამ რეჟიმში: GPU-ის სტანდარტული სიხშირეებითა და ენერგომოხმარებით, ენერგომოხმარების გაზრდილი ლიმიტით, აგრეთვე გაზრდილი სიხშირეებითა და მაქსიმალური ენერგომოხმარებით. GeForce RTX 4080-ის შედარება აჩქარების გარეშე (მარცხნივ), გაზრდილი ენერგომოხმარებით (ცენტრში) და მექანიკური აჩქარებით (მარჯვნივ) 3DMark Time Spy Extreme-ში 3DMark Time Spy Extreme სცენარში ვიდეო ბარათის წარმადობა გაიზარდა 9%-მდე, ხოლო 3DMark Port Royal-ში - 7%-მდე. GeForce RTX 4080-ის შედეგები 3DMark Speed Way-სა და 3DMark Port Royal-ში მექანიკური აჩქარების შემდეგ ინტერნეტში ასევე გამოჩნდა GeForce RTX 4080-ის პირველი დამოუკიდებელი გეიმინგ ტესტები. შეგახსენებთ, რომ თავად NVIDIA-მ ადრე გააზიარა ვიდეო ბარათის გეიმინგ წარმადობის ლაბორატორიული ტესტის შედეგები. GeForce RTX 4080 დაფა Cyberpunk 2077-ში ჩართული რეითრეისინგით 4K და 1440p გაფართოების პირობებში. ფოტოს წყარო: MEGAsizeGPU ახალი მონაცემები GeForce RTX 4080-ის წარმადობის შესახებ გააზიარა ჩინურ ფორუმ Chiphell-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა. ტესტი ჩატარდა თამაშებში - Forza Horizon 5, Call of Duty: Modern Warfare 2, Cyberpunk 2077, Borderlands 3 და Shadow of the Tomb Raider. ტესტირებისთვის გამოყენებულ იქნა კომპიუტერი პროცესორ Ryzen 7 7600X-ის ბაზაზე. GeForce RTX 4080 თამაშ Forza Horizon 5-ში GeForce RTX 4080 თამაშში Call of Duty: Modern Warfare 2 GeForce RTX 4080 თამაშში Borderlands 3 GeForce RTX 4080 თამაშში Shadow of the Tomb Raider იმავე ფორუმზე სხვა მომხმარებელმა განათავსა ფლაგმანური GeForce RTX 4090 გრაფიკული ბარათის წარმადობის მონაცემები კომპიუტერის შემადგენლობაში, რომელიც დამყარებული იყო Intel Core i9-12900F პროცესორზე. პლატფორმის განსხვავებების გათვალისწინებით შესაძლებელი ხდება ორივე ამაჩქარებლის შედარება იმავე თამაშებში. GeForce RTX 4090 აღემატება GeForce RTX 4080-ს 7,9-დან 38.8 პროცენტამდე: Forza Horizon 5 — 147 FPS - 127 FPS-ის წინააღმდეგ (+15,7 %); Shadow of the Tomb Raider — 179 FPS - 129 FPS-ის წინააღმდეგ (+38,8 %); Red Dead Redemption 2 — 129 FPS - 99 FPS-ის წინააღმდეგ (+30,3 %); Cyberpunk 2077 — 111 FPS - 83 FPS-ის წინააღმდეგ (+33,7 %); Call of Duty: Modern Warfare 2 — 137 FPS -127 FPS-ის წინააღმდეგ (+7,9%). GeForce RTX 4080 გრაფიკული ბარათი გაყიდვაში 16 ნოემბერს გამოვა. ბარათს აქვს AD103 GPU 9728 CUDA ბირთვი და 16 გბ GDDR6X მეხსიერებით. https://tinyurl.com/46u5d2n9 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.