Magdalena Posted November 9, 2022 Posted November 9, 2022 MediaTek-მა საბოლოოდ გამოუშვა ფლაგმანური პროცესორი Dimensity 9200. ტაივანური კომპანია მას უწოდებს ჩიპსეტს „ფლაგმანური სმარტფონების მომავალი ეპოქისთვის“. ეს არის მსოფლიოში პირველი მობილური პროცესორი, რომელსაც აქვს ARM Cortex X3 ბირთვი. MediaTek-მა პროცესორზე "განათავსა" ARM-ის გრაფიკული პროცესორი Immortalis-G715. გავრცელებული ინფორმაციით მასში მხარადჭერილია რეითრეისინგი, ასევე Wi-Fi 7 Ready უსადენო ქსელი. გარდა ამისა, MediaTek საუბრობს Dimensity 9200-ის ბევრ სხვა ინოვაციაზე, როგორებიცაა 8533 Mbps LPDDR5X RAM და RGBW ISP. ასევე ცნობილია, რომ Dimensity 9200 შემუშავებულია TSMC-ის მეორე თაობის 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით (N4P) და დამყარებულია მეორე თაობის ARM Armv9 არქიტექტურაზე. MediaTek-მა Dimensity 9200 შემდეგი CPU ბირთვით დააპროექტა: 1x Cortex-X3 — 3.05 გჰც 3x Cortex-A715 — 2.85 გჰც 4x Cortex-A510 — 1.8 გჰც სავარაუდოდ, MediaTek-ის ახალი პროცესორი უზრუნველყოფს 12%-ით უკეთეს ერთბირთვიან წარმადობას Geekbench 5.0-ში, ვიდრე Dimensity 9000. თუმცა, სხვაობა მცირდება 10%-მდე მრავალბირთვიან წარმადობაში. ამავდროულად, Dimensity 9200 25%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს დატვირთვისას, უზრუნველყოფს 10%-ით უკეთეს გაგრილებას და GPU-ის 32%-მდე გაუმჯობესებულ წარმადობას Manhattan 3.0-ში Dimensity 9000-თან შედარებით, ამასთან დატვირთვისთვის 41%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. საერთო ჯამში MediaTek ამაყობს, რომ Dimensity 9200-მა AnTuTu v9-ში 1260000 ქულა დააგროვა, რაც ბევრად აღემატება კონკურენტების ამჟამინდელ ფლაგმანებს. MediaTek-ის თქმით Dimensity 9200 მაღაზიებში უნდა გამოვიდეს "2022 წლის ბოლოს". სამწუხაროდ, ჯერჯერობით უცნობია, რომელ სმარტფონებში იქნება წარმოდგენილი Dimensity 9200 და რამდენად უკეთესი იქნება დაანონსებულ Snapdragon 8 Gen 2-თან შედარებით. MediaTek Dimensity 9200 წლის ბოლომდე ფლაგმანურ სმარტფონებში უნდა გამოჩნდეს. (ფოტოს წყარო: MediaTek) https://tinyurl.com/4jnjbzfb Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.