Magdalena Posted November 8, 2022 Posted November 8, 2022 პორტალ VideoCardz-ის განკარგულებაში მოხვდა AMD Navi 31 GPU-ის ბლოკ-სქემის სურათი, რომელიც საფუძვლად დაედო ახალი Radeon RX 7900 XTX და RX 7900 XT ვიდეო ბარათებს. ფოტოს წყარო: AMD გრაფიკულ პროცესორ AMD Navi 31-ში გამოყენებულია ჩიპლეტური დიზაინი. მიკროსქემის ცენტრში განთავსებულია 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე აგებული დიდი კრისტალი GCD (Graphics Compute Die), რომელიც მოიცავს GPU-ის ყველა გამომთვლელ ბლოკს და სხვა აუცილებელ ელემენტებს. მის გარშემო მოცემულია ქეშ-მეხსიერების ექვსი კრისტალი (MCD). ისინი აგებულია 6-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებით. თითოეული MCD კრისტალის შემადგენლობაში გამოყენებულია ორმაგი 320ბიტიანი მეხსიერების კონტროლერი, რომელიც დაკავშირებულია L3 ქეშ-მეხსიერებასთან. ამ დროისთვის AMD-მ დაადასტურა, რომ სრული ზომის GPU Navi 31-ის შემადგენლობაში მოცემულია 96 მბ L3 (Infinity Cache) ქეშ-მეხსიერება, თუმცა კომპანიას არ დაუკონკრეტებია L0, L1 და L2 ქეშის მოცულობები. ამ ინფორმაციას ცხადყოფს VideoCardz-ის საპრეზენტაციო სლაიდი, რომელიც, როგორც ჩანს, ჟურნალისტებს წარუდგინეს დახურულ კონფერენციაზე. მასზე მითითებულია, რომ L0 ქეშ-მეხსიერების მოცულობაა 3 მბ, რაც თითქმის 2.5-ჯერ მეტია Navi 21-თან შედარებით. L1 ქეშის მოცულობა სამჯერ მეტია და 3 მბ-ის ტოლია. L2 ქეშ-მეხსიერების მოცულობა 50%-ით გაიზარდა და 6 მბ-ს შეადგენს. L3 (Infinity Cache) მეხსიერებას აქვს 96 მბ მოცულობა, რაც 32 მბ-ით ნაკლებია გრაფიკულ პროცესორ Navi 21-ის მოცულობასთან შედარებით. ფოტოს წყარო: VideoCardz / AMD ზემოთ მოცემულ სქემაზე ნაჩვენებია Navi 31 ექვსი შეიდერ-ძრავით, რომელთა შემადგენლობაში გამოყენებულია რვა წყვილი ბლოკი (Compute Units). თავდაპირველად მიიჩნეოდა, რომ Radeon RX 7900 XTX-ს ექნებოდა 12288 ნაკადური პროცესორი, თუმცა, თუ კომპანიის ვებ-გვერდს ვნახავთ, მითითებულია 6144 ნაკადური პროცესორი, ანუ ორჯერ ნაკლები. ეს ფაქტი იმით აიხსნება, რომ RDNA 3 არქიტექტურა ეყრდნობა დიზაინ Dual Issue-ს, რაც ნიშნავს, რომ ერთდროულად სრულდება ორი არითმეტიკული FP32 ბრძანება, რის გამოც შესაძლებელია ჩაითვალოს 12288 FP32 ბლოკის ან ნაკადური პროცესორის არსებობა. ამავე დროს Navi 31-ის ერთჯერადი სიზუსტის (FP32) ოპერაციების წარმადობა გაიზარდა 61 Tflops-მდე, რაც წინა თაობასთან შედარებით გაორმაგებულია. სლაიდზე ასევე მოცემულია, რომ არქიტექტურა RDNA 3 შემუშავებულია 3 გჰც სიხშირეზე ოპერირების შესაძლებლობის გათვალისწინებით. ანალოგიური ინფორმაცია ვრცელდება ჟურნალისტებისგანაც, რომლებიც ახალი ვიდეო ბარათების პრეზენტაციას ესწრებოდნენ და ეს საკითხი AMD-ს წარმომადგენლებთან ერთად კულუარებში განიხილეს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეტალონური Radeon RX 7900 XTX-ის მაქსიმალური Boost-სიხშირე 2.5 გჰც-ია - ასეა მითითებული AMD-ის ვებ-გვერდზე. ჯერჯერობით უცნობია, როგორ აპირებს (ან აპირებს თუ არა საერთოდ) AMD 3 გჰც სიხშირის მხარდაჭერის რეალიზებას თავის RDNA 3 არქიტექტურის მქონე ვიდეო ბარათებში. ფოტოს წყარო: Twitter / @Locuza_ ზემოთ მოცემულია Navi 31-ის პროცესორის ფაქტობრივი ფოტო და დამატებული აქვს ჩიპის თითოეული ბლოკის ანოტაციები, რომლებიც Twitter-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაასაჯაროვა. https://tinyurl.com/2menk3s7 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.